ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

CNBC: ილონ მასკმა „რესპუბლიკურ“ პარტიას შუალედური არჩევნებისთვის 276 მილიონი დოლარი შესწირა

CNBC-ის ცნობით, ილონ მასკმა „რესპუბლიკელთა“ მხარდამჭერ პოლიტიკურ ჯგუფებს 276 მილიონ დოლარზე მეტი შესწირა და 2026 წლის შუალედური არჩევნების ყველაზე მსხვილი ცნობილი დონორი გახდა.

CNBC: ილონ მასკმა „რესპუბლიკურ“ პარტიას შუალედური არჩევნებისთვის 276 მილიონი დოლარი შესწირა
CNBC: ილონ მასკმა „რესპუბლიკურ“ პარტიას შუალედური არჩევნებისთვის 276 მილიონი დოლარი შესწირაიმედინიუსი

კომპანიების Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა ივლისიდან დღემდე „რესპუბლიკელთა“ მხარდამჭერ პოლიტიკურ ჯგუფებს 276 მილიონ დოლარზე მეტი შესწირა, რითაც 2026 წლის შუალედური არჩევნების ყველაზე მსხვილი ცნობილი დონორი გახდა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

თანხის უდიდესი ნაწილი, 158 მილიონი დოლარი, Senate Leadership Fund-ს გადაეცა. ეს არის მთავარი სუპერკომიტეტი, რომელიც სენატორობის „რესპუბლიკელ“ კანდიდატებს უჭერს მხარს. მონაცემები მასკის წარმომადგენლებმა The New York Times-ს მიაწოდეს, ხოლო CNBC-თან ინფორმაცია დაადასტურა მასკის America PAC-ის წარმომადგენელმა ლინდსი კერნუტმა.

Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა 76 მილიონ დოლარზე მეტი ასევე შესწირა America PAC-ს - ორგანიზაციას, რომელიც მან 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს დააფუძნა. ორგანიზაციამ სენატისა და წარმომადგენელთა პალატის კონკურენტულ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა მობილიზების მასშტაბური ქსელი შექმნა.

ახალი შემოწირულებების გათვალისწინებით, 2025–2026 წლების საარჩევნო ციკლში მასკის მიერ ფედერალურ პოლიტიკურ საქმიანობაზე გაღებულმა თანხამ 366 მილიონ დოლარს მიაღწია. ეს უკვე აღემატება იმ 290 მილიონ დოლარს, რომელიც მან 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დახარჯა, - იუწყება CNBC.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?