თუ გარედან დავალება არ აქვთ გვარამიასა და მსგავს პოლიტიკოსებს, თუ დღის წესრიგი გარედან დამკვეთებმა არ დაუწერეს, აბსოლუტურად არაფრის მაქნისები არიან და დასახულ ამოცანებსაც ვერ ასრულებენ - ირაკლი ჭეიშვილი
თუ გარედან დავალება არ აქვთ და დღის წესრიგი დამკვეთებმა არ დაუწერეს, ნიკა გვარამია და მსგავსი პოლიტიკოსები არაფრის მაქნისები არიან, – აცხადებს დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი.

გარე დავალებები საკუთარ ხალხთან საუბრის ნაცვლად და შიდა აუდიტორიაზე გათვლილი გამოგონილი ნარატივები, - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ნიკა გვარამიას განცხადებებს, რომელიც სატელევიზიო ეთერებში ხელისუფლების მოსალოდნელ ცვლილებასა და სამთავრობო კრიზისზე საუბრობდა. აკეთებდა პროგნოზს ევროკომისიაში საგარეო საქმეთა მინისტრების მოსალოდნელ მძიმე გადაწყვეტილებაზეც.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციური ფლანგი კვლავაც დესტრუქციულ დღის წესრიგზეა ორიენტირებული.
ხალხის მხარდაჭერისა და რეალური პოლიტიკური არგუმენტების არქონის გამო, მუდმივად ცდილობს საზოგადოებისთვის ილუზიების შექმნას და გამოგონილი "ხელოვნური კრიზისებით" მხარდამჭერების დარწმუნებას.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ჭეიშვილის შეფასებით, ოპოზიციური პოლიტიკოსების, კერძოდ ნიკა გვარამიას განცხადებები და პროგნოზები, რომლებიც ხშირად გარედან მიღებულ დავალებებს ეფუძნება, რეალობას სცილდება და მხოლოდ „საპნის ბუშტის“ ეფექტს ქმნის.
"თუ გარედან დავალება არ აქვთ, გვარამიასა და მსგავს პოლიტიკოსებს, თუ დღის წესრიგი გარედან დამკვეთებმა არ დაუწერეს, აბსოლუტურად არაფრის მაქნისები არიან და დასახულ ამოცანებსაც ვერ ასრულებენ.
ფაქტია, რომ ნიკა გვარამიას ნებისმიერ განცხადებას საპნის ბუშტის ეფექტი აქვს. ის თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა აგებული და ცდილობს, მოსახლეობა მაქსიმალურად შეიყვანოს შეცდომაში. მაგალითად, ერთი თვეა აანონსებენ, თითქოს დღეს, 13 რიცხვში, პრემიერ-მინისტრი აღარ უნდა იყოს თანამდებობაზე, ასევე ავრცელებენ მოლოდინებს, თითქოს ევროსაბჭო და ევროკავშირი რაღაცას იზამენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, გვარამიას ნებისმიერ განცხადებას საპნის ბუშტის ეფექტი აქვს, რადგან ეს ადამიანი სრულად არის აცდენილი რეალობას", - აცხადებს ჭეიშვილი.
ციტატები სტატიიდან
„თუ გარედან დავალება არ აქვთ, გვარამიასა და მსგავს პოლიტიკოსებს, თუ დღის წესრიგი გარედან დამკვეთებმა არ დაუწერეს, აბსოლუტურად არაფრის მაქნისები არიან და დასახულ ამოცანებსაც ვერ ასრულებენ. ფაქტია, რომ ნიკა გვარამიას ნებისმიერ განცხადებას საპნის ბუშტის ეფექტი აქვს. ის თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა აგებული და ცდილობს, მოსახლეობა მაქსიმალურად შეიყვანოს შეცდომაში. მაგალითად, ერთი თვეა აანონსებენ, თითქოს დღეს, 13 რიცხვში, პრემიერ-მინისტრი აღარ უნდა იყოს თანამდებობაზე, ასევე ავრცელებენ მოლოდინებს, თითქოს ევროსაბჭო და ევროკავშირი რაღაცას იზამენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, გვარამიას ნებისმიერ განცხადებას საპნის ბუშტის ეფექტი აქვს, რადგან ეს ადამიანი სრულად არის აცდენილი რეალობას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.