“ორ სკამზე ჯდომა გამოგივათ?” – “Россия”- ს ჟურნალისტი ფაშინიანს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუსული მედიის კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ სომხეთი დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის გაგრძელებას გეგმავს და მხოლოდ „ერთ სომხურ სკამზე“ ზის. ფაშინიანმა ასევე ისაუბრა ევროკავშირთან დაახლოებისა და პროდუქციის ევროპულ ბაზარზე შესვლის პერსპექტივებზე.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის გაგრძელებას გეგმავს. ამის შესახებ მან ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, რუსული ტელეარხის „როსიას“ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
ჟურნალისტმა ფაშინიანს ჰკითხა, აპირებს თუ არა სომხეთი ევროკავშირთან დაახლოებას და შეძლებს თუ არა ერევანი „ორ სკამზე ჯდომას“?.
„რატომ ორ სკამზე? ჩვენ ერთ სომხურ სკამზე ვზივართ, ამიტომ ორი არ გვჭირდება“, – უპასუხა ფაშინიანმა.
“ერთდროულად ორ სკამზე ჯდომის” შესახებ სომხეთის ხელისუფლების მიმართ არაერთხელ განუცხადებია რუსულ მხარეს მას შემდეგ, რაც სომხეთმა ევროკავშირთან დაახლოებისთვის ნაბიჯები გადადგა.
მან ასევე უპასუხა კითხვას სომხური პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე შესვლის პერსპექტივებზე. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ევროპული მხარის განცხადებით, ევროკავშირის ბაზარზე სომხეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის ხილისა და ბოსტნეულის, 99%-ის დაშვების შესაძლებლობა არსებობს და ჰკითხა, ხომ არ ეშინია ფაშინიანს, რომ ევროპელები დაპირებას არ შეასრულებენ.
„რატომ? რატომ უნდა მოგვატყუონ?“ – უპასუხა ფაშინიანმა.
„ჩვენ ყველა ჩვენს პარტნიორთან ვცდილობთ ვიყოთ გულწრფელები, ღია და ვიმედოვნებთ ურთიერთსაპასუხო ნაბიჯებზე“, – თქვა სომხეთის პრემიერმა.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„რატომ ორ სკამზე? ჩვენ ერთ სომხურ სკამზე ვზივართ, ამიტომ ორი არ გვჭირდება“
„რატომ? რატომ უნდა მოგვატყუონ?“
„ჩვენ ყველა ჩვენს პარტნიორთან ვცდილობთ ვიყოთ გულწრფელები, ღია და ვიმედოვნებთ ურთიერთსაპასუხო ნაბიჯებზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.