ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე პოლიციის ძაღლია - TI-ს დასკვნით, პროკურატურამ პოლიტიკოსს საქმე „შეუკერა“

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოსაქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, პროკურატურა ალეკო ელისაშვილისთვის ტერორიზმის ბრალდებას მხოლოდ პოლიციის ძაღლის ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე დაყრდნობით აგებს. ორგანიზაციის დასკვნით, საქმეში თვითმხილველი არ არსებობს და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პოლიტიკური პატიმარია.

ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე პოლიციის ძაღლია - TI-ს დასკვნით, პროკურატურამ პოლიტიკოსს საქმე „შეუკერა“
ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე პოლიციის ძაღლია - TI-ს დასკვნით, პროკურატურამ პოლიტიკოსს საქმე „შეუკერა“TV პირველი

პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის საქმის აგებას მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს კინოლოგიური სამსახურის ძაღლის მეშვეობით ცდილობს - ამის შესახებ განცხადებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ავრცელებს.

TI- ის ცნობით, გამოძიების დაწყებიდან 8 თვის შემდეგ განახლებულ საქმეში ბრალდების მხარეს არ გააჩნია არცერთი თვითმხილველი მოწმის ჩვენება. საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულებები პირის იდენტიფიცირებისთვის სრულიად უვარგისია ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა კი 6 თვის გასვლის შემდეგაც არ არსებობს.

ერთადერთი საყრდენი რის საფუძველზეც სახელმწიფო ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ტერორისტულ მიზნებს სდებს ბრალად არის ოდოროლოგიური ექსპერტიზა. ოთხგვერდიანი გაუმჭვირვალე დასკვნის მიხედვით ძაღლმა დანაშაულის ადგილიდან ამოღებული სუნი თითქოს 8 თვის შემდეგ ამოიცნო"- აღნიშნავს ორგანიზაცია.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურიდიული შეფასებით ეს ბრალდება მოკლებულია ყოველგვარ დამაჯერებელ საფუძველს და გამოირჩევა მტკიცებულებითი ბაზის თვალშისაცემი სიმწირით.

ორგანიზაციის დასკვნით სახეზეა აშკარად უსამართლო მართლმსაჯულება და ევროსაბჭოს კრიტერიუმების მიხედვით ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

TI-ის ანალიზი სრულად ნახეთ აქ: https://bit.ly/4dzuLHR

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?