ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

TI: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე პოლიციის ძაღლია

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოსაქართველოს პროკურატურა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებით, პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის საქმის აგებას მხოლოდ პოლიციის ძაღლის ექსპერტიზით ცდილობს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და ევროსაბჭოს კრიტერიუმებით ელისაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

TI: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე პოლიციის ძაღლია
TI: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე პოლიციის ძაღლიაფორმულა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ინფორმაციას აქვეყნებს ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით. მათი თქმით, პროკურატურა ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის საქმის აგებას მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს კინოლოგიური სამსახურის ძაღლის მეშვეობით ცდილობს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" აღნიშნავს, რომ გამოძიების დაწყებიდან 8 თვის შემდეგ განახლებულ საქმეში ბრალდების მხარეს არ გააჩნია არცერთი თვითმხილველი მოწმის ჩვენება. მათი განმარტებით, საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულებები პირის იდენტიფიცირებისთვის სრულიად უვარგისია ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა კი 6 თვის გასვლის შემდეგაც არ არსებობს.

გამოქვეყნებულ ანალიზში აღნიშნულია, რომ ერთადერთი საყრდენი რის საფუძველზეც სახელმწიფო ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ტერორისტულ მიზნებს სდებს ბრალად არის ოდოროლოგიური ექსპერტიზა.

"ოთხგვერდიანი გაუმჭვირვალე დასკვნის მიხედვით ძაღლმა დანაშაულის ადგილიდან ამოღებული სუნი თითქოს 8 თვის შემდეგ ამოიცნო.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურიდიული შეფასებით ეს ბრალდება მოკლებულია ყოველგვარ დამაჯერებელ საფუძველს და გამოირჩევა მტკიცებულებითი ბაზის თვალშისაცემი სიმწირით. ორგანიზაციის დასკვნით სახეზეა აშკარად უსამართლო მართლმსაჯულება და ევროსაბჭოს კრიტერიუმების მიხედვით ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პატიმარია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ოთხგვერდიანი გაუმჭვირვალე დასკვნის მიხედვით ძაღლმა დანაშაულის ადგილიდან ამოღებული სუნი თითქოს 8 თვის შემდეგ ამოიცნო. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურიდიული შეფასებით ეს ბრალდება მოკლებულია ყოველგვარ დამაჯერებელ საფუძველს და გამოირჩევა მტკიცებულებითი ბაზის თვალშისაცემი სიმწირით. ორგანიზაციის დასკვნით სახეზეა აშკარად უსამართლო მართლმსაჯულება და ევროსაბჭოს კრიტერიუმების მიხედვით ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პატიმარია“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?