პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შავ ზღვაში სატვირთო გემზე დრონის თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შავ ზღვაში სატვირთო გემზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო კიდევ ორი დაშავდა.

შავ ზღვაში სატვირთო გემზე დრონის თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა
რუსთავი 2

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შავ ზღვაში სატვირთო გემზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას sky news-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, კიდევ ორი აზერბაიჯანის მოქალაქე წინა დღეს დაიჭრა, როდესაც გემს, სახელად TEDY-ი, დრონი დაესხა თავს. ისინი უკრაინის საპორტო ქალაქ ჩერნომორსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ იმ რეგიონებში გამგზავრებისგან, სადაც სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს ან უსაფრთხოების მდგომარეობა არასტაბილურია. ასევე, თავი შეიკავონ იქ შრომითი საქმიანობისგან ან იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, მათ შორის გემებზე მუშაობისგან, რომლებიც ამ მარშრუტებზე გადაადგილდებიან", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

მედიის ცნობით, სამინისტროს არ დაუდასტურებია, თუ ვინ განახორციელა დრონებით თავდასხმა. თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მანამდე განაცხადა, რომ მან ორი ტვირთმზიდი გემი დაბომბა, როდესაც ისინი ოდესის ახლომდებარე პორტისკენ მიემართებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გემებს ტვირთს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაჰქონდათ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიაზერბაიჯანის მოქალაქეები დაიღუპნენ ოდესასთან გემზე დრონებით შეტევის შედეგად
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიაზერბაიჯანის საგარეო უწყების ინფორმაციით, შავ ზღვაში სატვირთო გემზე დრონით თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
თურქეთის კუთვნილ გემზე რუსეთის თავდასხმა მოხდა, დაღუპულია ორი პირიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები