პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თურქეთის კუთვნილ გემზე რუსეთის თავდასხმა მოხდა, დაღუპულია ორი პირი

რუმინეთის ნაპირებთან, შავ ზღვაში თურქულ სამოქალაქო გემს რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა. ინციდენტის შედეგად ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა, ხოლო 11 გადაარჩინეს.

თურქეთის კუთვნილ გემზე რუსეთის თავდასხმა მოხდა, დაღუპულია ორი პირი
რადიო თავისუფლება

„საზარელი დარტყმა ორი რუსული დრონით ნეიტრალურ წყლებში მყოფ თურქულ სამოქალაქო გემზე, რომელსაც

სიმინდი გადაჰქონდა. ბორტზე აზერბაიჯანისა და ინდოეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ“, - დაწერა მან X-ზე.

ზელენსკიმ ეს განაცხადა მას შემდეგ, რაც რუმინეთმა გავრცელა ინფორმაცია, რომ მის ნაპირებთან გემს ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა, რასაც ეკიპაჟის ორი წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რუმინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა, ხოლო 11 გადაარჩინეს მას შემდეგ, რაც 139 მეტრის სიგრძის გემს, სახელწოდებით „Royad Mammadov“, ცეცხლი გაუჩნდა შავ ზღვაში, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში დრონების შეტევების მზარდ ასპარეზად იქცა.

შინაგანი საქმეთა სამინისტროს ცნობით, გემი ჩაიძირა მეთევზეთა ნავსადგურის სფენტუ-გეორგეს სამხრეთით, დაახლოებით 30 საზღვაო მილის დაშორებით.

„დაახლოებით 11:00 საათზე, სანაპირო დაცვის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს აცნობეს, რომ ხანძარი გაჩნდა სავაჭრო გემზე, რომელიც რუმინეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში იმყოფებოდა“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

„ეკიპაჟის თერთმეტი წევრი გადარჩენილია. ასევე იდენტიფიცირებულია ორი დაღუპული პირი“,- იტყობინება სამინისტრო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ფორმულაოპოზიციურირუსულმა დრონებმა თურქულ სამოქალაქო გემს დაარტყეს – დაიღუპა კაპიტანი
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურივოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ტერორსა და სამოქალაქო გემების ჩაძირვას ირჩევს
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუმინეთი, დრონის თავდასხმის შედეგად სატვირთო გემის ჩაძირვაში რუსეთს ადანაშაულებს - შემთხვევის შედეგად 1 მეზღვაური დაიღუპა, 3 კი დაკარგულად ითვლება - Reutersწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები