ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზვიად გაბისონიამ აშხაბადში თურქმენეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია აშხაბადში თურქმენ კოლეგა აზატ ატაევს შეხვდა, სადაც უნივერსიტეტების ერთობლივი პროექტები და დიპლომების აღიარების საკითხები განიხილეს.

ზვიად გაბისონიამ აშხაბადში თურქმენეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ზვიად გაბისონიამ აშხაბადში თურქმენეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან სამუშაო შეხვედრა გამართაიმედინიუსი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ აშხაბადში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთის განათლების მინისტრის მოადგილე აზატ ატაევთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და თურქმენეთს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ორი ქვეყნის უნივერსიტეტების მიერ ერთობლივი პროექტების განხორციელება, დიპლომებისა და კვალიფიკაციების აღიარება, მეცნიერების მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და პროფესიული განათლების სფეროში პარტნიორობის გაძლიერება.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ თანამშრომლობა და განახორციელონ ახალი ერთობლივი ინიციატივები განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში კონსტანტინე საბიაშვილი ესწრებოდა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?