ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“მინდა გითხრათ, რატომ გააკეთეს დღეს ეს განცხადება ბრიუსელში” – სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბრიუსელმა საქართველოსა და ევროკავშირის მომავალზე მსჯელობა იანვრამდე იმიტომ გადადო, რომ ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვას დაელოდოს, რაც უვიზო რეჟიმის შენარჩუნებასაც საფრთხეს შეუქმნის.

“მინდა გითხრათ, რატომ გააკეთეს დღეს ეს განცხადება ბრიუსელში” – სალომე სამადაშვილი
“მინდა გითხრათ, რატომ გააკეთეს დღეს ეს განცხადება ბრიუსელში” – სალომე სამადაშვილიალია

პოლიტიკოსი, სალომე სამადაშვილი:

მინდა გითხრათ, რატომ გააკეთეს დღეს განცხადება ბრიუსელში, რომ მთავარი პოლიტიკური მსჯელობა საქართველოს და ევროკავშირის მომავალზე გაიმართება მომავალი წლის იანვარში.

​ივანიშვილის პოლიტიკური დაჯგუფება ამბობს, რომ იანვრისთვის უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანაში ყველა ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვის თაობაზე. ცხადია, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა სრულიად სხვა სიბრტყეში გადაიყვანს ჩვენს ქვეყანაში რეალობას და შესაბამისად სრულიად სხვა ტიპის რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირისგანაც. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ მთავარი პოლიტიკური მსჯელობა და პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც გადადებული იქნას იანვრამდე, სანამ ასე ვთქვათ, გამოჩნდება კიდევ ერთხელ კონტურები, სად მიდის ივანიშვილის ხელისუფლება — მიდის უკვე საბოლოოდ ევროკავშირთან ურთიერთობების დაზიანების და გაუქმების გზით, იმიტომ რომ პარტიების გაუქმება ცხადია ამ მიმართულებით ძალიან დიდი და გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება მათ მხრიდან, თუ ექნებათ რაიმე მცდელობა, რომ შენარჩუნდეს რაიმე ტიპის ფუნქციური ურთიერთობები ევროკავშირთან.

​ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პირდაპირ ზეგავლენას ახდენს თქვენს მომავალზე, თქვენს ცხოვრებაზე, იმიტომ რომ ეხება მათ შორის ისეთი სიკეთის შენარჩუნებას, როგორიც არის მაგალითად უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება ევროკავშირთან მომავალში.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?