ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სალომე სამადაშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე - დღევანდელ მსჯელობაზე დიდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ ველოდები

ლელოქართული ოცნება

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე დიდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ ელის და მთავარი მსჯელობა მომავალი წლის იანვარში გაიმართება.

სალომე სამადაშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე - დღევანდელ მსჯელობაზე დიდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ ველოდები
სალომე სამადაშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე - დღევანდელ მსჯელობაზე დიდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ ველოდებიინტერპრესნიუსი

დღევანდელ მსჯელობაზე მე რაიმე დიდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ ველოდები, - ასე გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომას, რომელიც ლუქსემბურგში დღეს იმართება, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

მისი თქმით, შეფასებებში, რომლებიც უკვე გაკეთდა, მოვისმინეთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ამ ეტაპზე გაუქმებულია.

„ჩვენ როგორც გვითხრეს, დიდი პოლიტიკური მსჯელობა სავარაუდოდ მომავალი წლის იანვარში გაიმართება და ეს არ არის შემთხვევითი. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგი დღეს არის შეჩერებული, უახლოეს თვეებში უამრავი რამ იგეგმება. ევროკავშირი მიიღებს გაფართოების შესახებ ანგარიშს, რომელშიც უნდა დაიწეროს თუ რამდენად შეასრულა „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ის მოთხოვნები, რომლებიც უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებულ პროცედურებს ეხება.

ასევე შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ იანვრისთვის აპირებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, რაც ცხადია, რომ სრულიად ახალ რეალობას შექმნის, მათ შორის ევროკავშირში დაგეგმილ მსჯელობებთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც ეს პროცესები განვითარდება, მომავალი წლის იანვარში და დღეს არის მოთელვით აზრთა გაცვლა-გამოცვლა“, - განაცხადა სამადაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ როგორც გვითხრეს, დიდი პოლიტიკური მსჯელობა სავარაუდოდ მომავალი წლის იანვარში გაიმართება და ეს არ არის შემთხვევითი. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგი დღეს არის შეჩერებული, უახლოეს თვეებში უამრავი რამ იგეგმება. ევროკავშირი მიიღებს გაფართოების შესახებ ანგარიშს, რომელშიც უნდა დაიწეროს თუ რამდენად შეასრულა „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ის მოთხოვნები, რომლებიც უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებულ პროცედურებს ეხება. ასევე შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ იანვრისთვის აპირებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, რაც ცხადია, რომ სრულიად ახალ რეალობას შექმნის, მათ შორის ევროკავშირში დაგეგმილ მსჯელობებთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც ეს პროცესები განვითარდება, მომავალი წლის იანვარში და დღეს არის მოთელვით აზრთა გაცვლა-გამოცვლა“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?