ევროკომისიის ანგარიში არის უმძიმესი პოლიტიკური განაჩენი „ქართული ოცნებისთვის“ - სალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროკომისიის ანგარიში „ქართული ოცნებისთვის“ უმძიმესი განაჩენია და ადასტურებს, რომ ხელისუფლება ევროპულ მომავალს ძირს უთხრის. მისი თქმით, ევროპული კარი დახურულია ხელისუფლებისთვის და არა ქართველი ხალხისთვის.

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროკომისიის დღეს გამოქვეყნებული ანგარიში "უმძიმესი პოლიტიკური განაჩენი „ქართული ოცნებისთვის“.
სამადაშვილის თქმით, ეს არის კონკრეტული პოლიტიკური არჩევანის შედეგი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, ევროპის საწინააღმდეგოდ და, რუსეთის სასარგებლოდ.
"ეს დოკუმენტი არის მოწოდება ყველა პროევროპული მოქალაქისადმი, რომ დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი, სანამ ჯერ კიდევ დროა" - ამბობს სალომე სამადაშვილი.
ხელისუფლება თქვენ დღესაც გატყუებთ, რომ თითქოს ევროკავშირი დაუმსახურებლად სჯის ქართველ ხალხს. ამ ანგარიშმა ნათელი გახადა ყველასთვის, რომ ერთადერთი, ვინც დღეს სჯის საკუთარ ხალხს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც არ ასრულებს არცერთ მოთხოვნას და ანადგურებს ქვეყანაში დემოკრატიას, არჩევანის უფლებას და ქვეყანას წირავს სიღარიბისთვის და საერთაშორისო იზოლაციისთვის.
როდესაც ევროკავშირი აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება ძირს უთხრის მის ევროპულ მომავალს, ამაზე ნათელი, მკვეთრი და გასაგები განცხადება დიპლომატიურ ენაზე არ არსებობს. ეს გზავნილი კი, სწორედ თქვენთვის გაკეთდა, ხალხისთვის, რომელსაც ატყუებს კორუმპირებული და, ძალაუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნების სურვილით შეპყრობილი ხელისუფლება.
ყველაზე შემაშფოთებელი კი არის ის, რომ მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნები წინ მიიწევენ, საქართველო, რომელიც წლების განმავლობაში რეგიონში ლიდერი იყო, დღეს კარგავს ამ ისტორიულ შანსს. ეს არის კონკრეტული პოლიტიკური არჩევანის შედეგი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, ევროპის საწინააღმდეგოდ და, რუსეთის სასარგებლოდ.
მაგრამ ევროკომისიის დღევანდელი ანგარიში არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ მარცხის დოკუმენტი და არა ქართველი ხალხის მარცხის გაფორმება. ეს დოკუმენტი არის მოწოდება ყველა პროევროპული მოქალაქისადმი, რომ დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი, სანამ ჯერ კიდევ დროა. ევროპა არ ამბობს უარს საქართველოზე. ევროპა განაგრძობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას. ევროპული კარი ჩვენთვის დახურული არ არის. დახურულია მხოლოდ ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის, რომელმაც ქვეყანა ევროპულ გზას დააშორა.
ეს ანგარიში გვაფრთხილებს, რომ საფრთხე რეალურია. მაგრამ ის ასევე გვახსენებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ბრიუსელში კი არა, საქართველოში იღებენ საქართველოს მოქალაქეები.
ჩვენი პასუხი უნდა იყოს მკაფიო: საქართველო არის ევროპული ქვეყანა, ქართველი ხალხის არჩევანია ევროპა და ვერც ერთი ხელისუფლება ვერ წაართმევს ქვეყანას ამ მომავალს.
საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ არ არის დაკარგული. მაგრამ ის ვეღარ იქნება დაცული მხოლოდ განცხადებებით, სიმბოლოებითა და ლოზუნგებით. დროა, თითოეულმა პროევროპულმა მოქალაქემ, საზოგადოებრივმა ლიდერმა და პოლიტიკურმა ძალამ აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე”, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ასევე ნახეთ:
რა წერია ევროკომისია საქართველოზე 2026 წლის ანგარიშში?
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ეს დოკუმენტი არის მოწოდება ყველა პროევროპული მოქალაქისადმი, რომ დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი, სანამ ჯერ კიდევ დროა“
„ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროკომისიის დღეს გამოქვეყნებული ანგარიში "უმძიმესი პოლიტიკური განაჩენი „ქართული ოცნებისთვის“. სამადაშვილის თქმით, ეს არის კონკრეტული პოლიტიკური არჩევანის შედეგი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, ევროპის საწინააღმდეგოდ და, რუსეთის სასარგებლოდ. "ეს დოკუმენტი არის მოწოდება ყველა პროევროპული მოქალაქისადმი, რომ დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი, სანამ ჯერ კიდევ დროა" - ამბობს სალომე სამადაშვილი. ხელისუფლება თქვენ დღესაც გატყუებთ, რომ თითქოს ევროკავშირი დაუმსახურებლად სჯის ქართველ ხალხს. ამ ანგარიშმა ნათელი გახადა ყველასთვის, რომ ერთადერთი, ვინც დღეს სჯის საკუთარ ხალხს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც არ ასრულებს არცერთ მოთხოვნას და ანადგურებს ქვეყანაში დემოკრატიას, არჩევანის უფლებას და ქვეყანას წირავს სიღარიბისთვის და საერთაშორისო იზოლაციისთვის. როდესაც ევროკავშირი აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება ძირს უთხრის მის ევროპულ მომავალს, ამაზე ნათელი, მკვეთრი და გასაგები განცხადება დიპლომატიურ ენაზე არ არსებობს. ეს გზავნილი კი, სწორედ თქვენთვის გაკეთდა, ხალხისთვის, რომელსაც ატყუებს კორუმპირებული და, ძალაუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნების სურვილით შეპყრობილი ხელისუფლება. ყველაზე შემაშფოთებელი კი არის ის, რომ მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნები წინ მიიწევენ, საქართველო, რომელიც წლების განმავლობაში რეგიონში ლიდერი იყო, დღეს კარგავს ამ ისტორიულ შანსს. ეს არის კონკრეტული პოლიტიკური არჩევანის შედეგი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, ევროპის საწინააღმდეგოდ და, რუსეთის სასარგებლოდ. მაგრამ ევროკომისიის დღევანდელი ანგარიში არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ მარცხის დოკუმენტი და არა ქართველი ხალხის მარცხის გაფორმება. ეს დოკუმენტი არის მოწოდება ყველა პროევროპული მოქალაქისადმი, რომ დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი, სანამ ჯერ კიდევ დროა. ევროპა არ ამბობს უარს საქართველოზე. ევროპა განაგრძობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას. ევროპული კარი ჩვენთვის დახურული არ არის. დახურულია მხოლოდ ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის, რომელმაც ქვეყანა ევროპულ გზას დააშორა. ეს ანგარიში გვაფრთხილებს, რომ საფრთხე რეალურია. მაგრამ ის ასევე გვახსენებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ბრიუსელში კი არა, საქართველოში იღებენ საქართველოს მოქალაქეები. ჩვენი პასუხი უნდა იყოს მკაფიო: საქართველო არის ევროპული ქვეყანა, ქართველი ხალხის არჩევანია ევროპა და ვერც ერთი ხელისუფლება ვერ წაართმევს ქვეყანას ამ მომავალს. საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ არ არის დაკარგული. მაგრამ ის ვეღარ იქნება დაცული მხოლოდ განცხადებებით, სიმბოლოებითა და ლოზუნგებით. დროა, თითოეულმა პროევროპულმა მოქალაქემ, საზოგადოებრივმა ლიდერმა და პოლიტიკურმა ძალამ აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…