ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: 2020 წლიდან განსაკუთრებით ნათელი გახდა საზოგადოებისთვისაც და პოლიტიკური აქტორებისთვისაც, რომ NGO სექტორი გამოიყენებოდა როგორც იარაღი გარე პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად

რუსთავი 2

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ NGO სექტორი გარე პოლიტიკური ინტერესებისა და ხელისუფლების შესაცვლელ იარაღად გამოიყენებოდა, ხოლო ნეიტრალიტეტი და არასამთავრობო სექტორი ერთმანეთისთვის უცხო ცნებებია.

შალვა პაპუაშვილი: 2020 წლიდან განსაკუთრებით ნათელი გახდა საზოგადოებისთვისაც და პოლიტიკური აქტორებისთვისაც, რომ NGO სექტორი გამოიყენებოდა როგორც იარაღი გარე პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად
შალვა პაპუაშვილი: 2020 წლიდან განსაკუთრებით ნათელი გახდა საზოგადოებისთვისაც და პოლიტიკური აქტორებისთვისაც, რომ NGO სექტორი გამოიყენებოდა როგორც იარაღი გარე პოლიტიკური ინტერესების გასატარებლადიმედინიუსი

არაერთი განცხადება და აღიარება არსებობს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, რომ აშშ-ის ბიუჯეტის ფული იხარჯებოდა სხვა ქვეყნებში პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად, ხელისუფლების შესაცვლელად და ასე შემდეგ. ეს ტენდენცია საქართველოშიც დავინახეთ და 2020 წლიდან ეს განსაკუთრებით ნათელი გახდა ნელ-ნელა საზოგადოებისთვისაც და პოლიტიკური აქტორებისთვისაც - რომ NGO სექტორი გამოიყენებოდა როგორც იარაღი გარე პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მან არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ნეიტრალიტეტი და არასამთავრობო სექტორი ერთმანეთისთვის უცხო ცნებებია.

პაპუაშვილის თქმით, დონალდ ტრამპისა და დონალდ ტრამპ უმცროსის განცხადებები მკაფიოდ ადასტურებს, რომ აშშ-ის ბიუჯეტისა და USAID-ის ფული სხვა ქვეყნებში პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად და ხელისუფლების შესაცვლელად იხარჯებოდა.

„თავად ეს ფაქტიც, რომ ჩვენ NGO-ს სახეებს ვხედავთ პოლიტიკაში, მე მგონი, თავისთავად მეტყველებს იმ ბრუნავ კარზე, რომელიც დიდი ხანია სინამდვილეში არსებობს NGO-სა და პოლიტიკას შორის. ასე რომ, ნეიტრალიტეტი და არასამთავრობო სექტორი, ეს ორი ერთმანეთისთვის უცხო ცნებაა და რეალობაში ეს არაერთხელ ვნახეთ საქართველოში.

რაც შეეხება იმას, თუ რას ნიშნავს ეს პოსტ-NGO ეპოქა, მოგიტანთ ციტატას დონალდ ტრამპის შვილის მხრიდან, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ, 5 ოქტომბერს სოციალურ მედიაში გააზიარა ლათინურ ამერიკაში არჩევნების მონაცემები. დაწერა, რომ - მას შემდეგ, რაც USAID-ი გავანადგურეთ, ლათინურ ამერიკაში მემარცხენეებს არც ერთი საპრეზიდენტო არჩევნები აღარ მოუგიათ. გადასახადის გადამხდელთა ფული იხარჯებოდა NGO-ებზე, ე.წ. დემოკრატიის პროგრამებზე და აქტივისტების ქსელებზე, ისინი ამას დახმარებას ეძახდნენ, თუმცა სინამდვილეში ეს არჩევნებში ჩარევა იყო.

თემა ეხება იმას, რომ ლათინურ ამერიკაში ბოლო რამდენიმე არჩევნებში, მას შემდეგ, რაც როგორც დონალდ ტრამპი უმცროსი ამბობს, USAID-ი დაიხურა და ფინანსური წყაროები შეწყდა, უცნაურად ხდება ისე, რომ ამომრჩევლების პოლიტიკური გემოვნება შეიცვალა და მემარჯვენე ძალები მოდიან ხელისუფლებაში.

როდესაც ამას დონალდ ტრამპის შვილი ამბობს და არანაკლებს ამბობს დონალდ ტრამპ უმცროსის მამაც, რომელმაც USAID-ი სწორედ ამ მიზეზით გააუქმა, მგონი, ამაზე ავტორიტეტული დახასიათება იმისა, თუ რასთან გვქონდა ჩვენ საქმე უცხოური დაფინანსების სახით, რთულია წარმოიდგინო.

არაერთი განცხადება და აღიარება არსებობს ბოლო-ბოლო ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის ფული იხარჯებოდა სხვა ქვეყნებში პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად, ხელისუფლების შესაცვლელად და ასე შემდეგ. ეს ტენდენცია საქართველოშიც დავინახეთ და 2020 წლიდან ეს განსაკუთრებით ნათელი გახდა ნელ-ნელა საზოგადოებისთვისაც და პოლიტიკური აქტორებისთვისაც, რომ NGO სექტორი გამოიყენებოდა როგორც იარაღი გარე პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „დებატები“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თავად ეს ფაქტიც, რომ ჩვენ NGO-ს სახეებს ვხედავთ პოლიტიკაში, მე მგონი, თავისთავად მეტყველებს იმ ბრუნავ კარზე, რომელიც დიდი ხანია სინამდვილეში არსებობს NGO-სა და პოლიტიკას შორის. ასე რომ, ნეიტრალიტეტი და არასამთავრობო სექტორი, ეს ორი ერთმანეთისთვის უცხო ცნებაა და რეალობაში ეს არაერთხელ ვნახეთ საქართველოში. რაც შეეხება იმას, თუ რას ნიშნავს ეს პოსტ-NGO ეპოქა, მოგიტანთ ციტატას დონალდ ტრამპის შვილის მხრიდან, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ, 5 ოქტომბერს სოციალურ მედიაში გააზიარა ლათინურ ამერიკაში არჩევნების მონაცემები. დაწერა, რომ - მას შემდეგ, რაც USAID-ი გავანადგურეთ, ლათინურ ამერიკაში მემარცხენეებს არც ერთი საპრეზიდენტო არჩევნები აღარ მოუგიათ. გადასახადის გადამხდელთა ფული იხარჯებოდა NGO-ებზე, ე.წ. დემოკრატიის პროგრამებზე და აქტივისტების ქსელებზე, ისინი ამას დახმარებას ეძახდნენ, თუმცა სინამდვილეში ეს არჩევნებში ჩარევა იყო. თემა ეხება იმას, რომ ლათინურ ამერიკაში ბოლო რამდენიმე არჩევნებში, მას შემდეგ, რაც როგორც დონალდ ტრამპი უმცროსი ამბობს, USAID-ი დაიხურა და ფინანსური წყაროები შეწყდა, უცნაურად ხდება ისე, რომ ამომრჩევლების პოლიტიკური გემოვნება შეიცვალა და მემარჯვენე ძალები მოდიან ხელისუფლებაში. როდესაც ამას დონალდ ტრამპის შვილი ამბობს და არანაკლებს ამბობს დონალდ ტრამპ უმცროსის მამაც, რომელმაც USAID-ი სწორედ ამ მიზეზით გააუქმა, მგონი, ამაზე ავტორიტეტული დახასიათება იმისა, თუ რასთან გვქონდა ჩვენ საქმე უცხოური დაფინანსების სახით, რთულია წარმოიდგინო. არაერთი განცხადება და აღიარება არსებობს ბოლო-ბოლო ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის ფული იხარჯებოდა სხვა ქვეყნებში პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად, ხელისუფლების შესაცვლელად და ასე შემდეგ. ეს ტენდენცია საქართველოშიც დავინახეთ და 2020 წლიდან ეს განსაკუთრებით ნათელი გახდა ნელ-ნელა საზოგადოებისთვისაც და პოლიტიკური აქტორებისთვისაც, რომ NGO სექტორი გამოიყენებოდა როგორც იარაღი გარე პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?