„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტი და პენსიების ზრდასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება განიხილეს.

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. უმრავლესობის წევრებმა ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს.
სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას დაეთმო. პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ქვეყნის მთავარი დოკუმენტი საბოლოოდ დეკემბერში დამტკიცდება.
სხდომაზე განიხილეს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც პენსიების ზრდასა და დევნილებისთვის კომპენსაციების გაცემას ეხება.
ასევე, საუბარი შეეხო პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ვიზიტს საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე.
სხდომაზე მიმოიხილეს მიმდინარე კვირაში დაგეგმილი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხი და საკანონმდებლო ინიციატივა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.