პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დღეს, 14:00 საათზე „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში უმრავლესობისა და პოლიტსაბჭოს სხდომები გაიმართება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სხდომებზე სიურპრიზები არ იქნება და მხოლოდ მიმდინარე საკითხები განიხილება.

დღეს, 14:00 საათზე „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება
იმედინიუსი

დღეს, 14:00 საათზე, „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. რაზე იმსჯელებენ, კონკრეტული საკითხები ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა, ცნობილია, რომ უმრავლესობის სხდომას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

დღესვე მმართველი გუნდის წევრები შეხვედრას პოლიტსაბჭოს ფორმატში გამართავენ. სხდომის დასრულების შემდეგ განცხადებები გაკეთდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიკური საკითხი და სიურპრიზი. „განიხილება მიმდინარე საკითხები. ეს იქნება როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა. ამ შეხვედრების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით“, - განმარტა პრემიერმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილია მსჯელობა მიმდინარე საკითხებზე. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს არის შიდა დემოკრატიული პროცესი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 4
  1. BM.GEოპოზიციურიგანიხილება მიმდინარე საკითხები, არ იქნება რაიმე სიურპრიზი - ირაკლი კობახიძე უმრავლესობის სხდომაზე
  2. BM.GEოპოზიციურიდღეს, "ოცნების" ოფისში სხდომა გაიმართება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება
  3. ალიაოპოზიციური,,არ იქნება სიურპრიზები” – კობახიძე ხვალინდელ სხდომაზე
  4. TV პირველიოპოზიციურირაიმე განსაკუთრებული საკითხი და სიურპრიზი არ იქნება - კობახიძის პირველი კომენტარი უმრავლესობის სხდომაზე
  5. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე: უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით
  6. პირველი არხისამთავრობო„ქართული ოცნება“ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ვიდეოკადრები „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე დღევანდელი სხდომებიდანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები