ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სახელმწიფო ელექტროსისტემაში სამეთვალყურეო საბჭო თითქმის სრულად შეიცვალა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაეკონომიკის სამინისტრო

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭო თითქმის სრულად შეიცვალა: ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით თავმჯდომარედ მარგალიტა არაბიძე დაინიშნა, ხოლო საბჭოს წევრების უმეტესობა ახალი კადრებით დაკომპლექტდა.

სახელმწიფო ელექტროსისტემაში სამეთვალყურეო საბჭო თითქმის სრულად შეიცვალა
სახელმწიფო ელექტროსისტემაში სამეთვალყურეო საბჭო თითქმის სრულად შეიცვალაBM.GE

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ახალი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის 7 ოქტომბრის ბრძანებით, სახელმწიფო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მარგალიტა არაბიძე გახდა, რომელმაც იორგ მათიესი შეცვალა.

საბჭოში შევიდნენ ქეთევან ჩაფიძე, ანა გოგოლაძე და დიმიტრი ქებაძე. შესაბამისად გამოიწვიეს ზურაბ ბექაია, თეონა მაკალათია და ეკატერინა შავგულიძე. ერთადერთი უცვლელი წევრი მიხეილ როინიშვილია.

აღსანიშნავია, რომ "სახელმწიფო ელექტროსისტემა" აგვისტოს დასაწყისში დატოვა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა. 3 აგვისტოს BMG-ს ეკონომიკის სამინისტოში დაადასტურეს, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, ვანო ზარდიაშვილი კი შვებულებაში იყო. 24 აგვისტოს კი მის წასვლაზე ოფიციალური განცხადება გაკეთდა. ამავე დღესვე დირექტორად ოფიციალურად წარადგინეს დავით ვარდიაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?