ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„მათ ყველა მაღალი რანგის სამხედრო მოხელეს დაურეკეს და დაემუქრნენ“ - უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ის ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ ნათლად განუმარტა კიევს, რომ ვაშინგტონი უკრაინას დააკისრებს პასუხისმგებლობას, თუ გამოცხადებული ზავის პერიოდში რუსულ ენერგოინფრასტრუქტურას დარტყმები მიადგება

ნატო

The Kyiv Independent-ის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინელ მაღალჩინოსნებს სადაზვერვო მონაცემებისა და იარაღის მიწოდების შეჩერებით დაემუქრა, რათა კიევმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეწყვიტოს.

„მათ ყველა მაღალი რანგის სამხედრო მოხელეს დაურეკეს და დაემუქრნენ“ - უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ის ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ ნათლად განუმარტა კიევს, რომ ვაშინგტონი უკრაინას დააკისრებს პასუხისმგებლობას, თუ გამოცხადებული ზავის პერიოდში რუსულ ენერგოინფრასტრუქტურას დარტყმები მიადგება
„მათ ყველა მაღალი რანგის სამხედრო მოხელეს დაურეკეს და დაემუქრნენ“ - უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ის ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ ნათლად განუმარტა კიევს, რომ ვაშინგტონი უკრაინას დააკისრებს პასუხისმგებლობას, თუ გამოცხადებული ზავის პერიოდში რუსულ ენერგოინფრასტრუქტურას დარტყმები მიადგებაიმედინიუსი

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის სამხედრო და სამთავრობო მაღალჩინოსნებს დაემუქრა, რათა კიევმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეაჩეროს. ამის შესახებ გამოცემა The Kyiv Independent-ი უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

წყაროების ცნობით, ამერიკულმა მხარემ ნათლად განუმარტა კიევს, რომ ვაშინგტონი უკრაინას დააკისრებს პასუხისმგებლობას, თუ გამოცხადებული ზავის პერიოდში რუსულ ენერგოინფრასტრუქტურას დარტყმები მიადგება.

„მათ ყველა მაღალი რანგის სამხედრო მოხელეს დაურეკეს და დაემუქრნენ“, - განუცხადა The Kyiv Independent-ს უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა. - „ისინი ყველას ეუბნებიან, რომ გათიშავენ როგორც სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას, ასევე PURL-ის [შეიარაღების შესყიდვის] პროგრამას“.

ვაშინგტონი იმუქრება იმ კრიტიკული სადაზვერვო ინფორმაციის შეჩერებით, რომელსაც უკრაინა ფრონტზე ოპერაციების დასაგეგმად იყენებს.

PURL-ი ევროპის მიერ ინიცირებული მექანიზმია, რომელიც უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდებას ითვალისწინებს და ნატოს წევრების მიერ ფინანსდება. ამ სქემით პირველსავე წელს უკრაინამ 6.7 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი მიიღო.

ეს მუქარები მოჰყვა დაძაბულ 48-საათიან პერიოდს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმების მიღწევა გამოაცხადა. ამას მოჰყვა ტრამპის მოწოდებები ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტის პოსტიდან ჩამოშორების შესახებ, ხოლო მოგვიანებით - ცალმხრივი „ენერგეტიკული ზავის“ გამოცხადება, რაც როგორც კიევისთვის, ისე მოსკოვისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

უკრაინელი მაღალჩინოსნების თქმით, ტრამპის 11 ოქტომბრის განცხადების შესახებ კიევმა წინასწარ არაფერი იცოდა. განცხადების შემდეგ უკრაინულ მხარეზე ზეწოლა გაიზარდა, რათა თავი შეეკავებინათ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებისგან.

ამავდროულად, რუსეთს უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე შეტევები არ შეუწყვეტია - ტრამპის განცხადებიდან რამდენიმე საათში რუსულმა ძალებმა ხარკოვის თბოელექტროსადგურს დაარტყეს.

The Kyiv Independent-ის ცნობით, ამერიკელებისგან ზარები მიიღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, მიხაილო დრაპატიმ და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, პავლო პალისამ. პალისამ Financial Times-თან საუბარში დაადასტურა, რომ ტრამპის ადმინისტრაციისგან მუქარის შემცველი შეტყობინებები ნამდვილად მიიღო.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მათ ყველა მაღალი რანგის სამხედრო მოხელეს დაურეკეს და დაემუქრნენ“
„ისინი ყველას ეუბნებიან, რომ გათიშავენ როგორც სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას, ასევე PURL-ის [შეიარაღების შესყიდვის] პროგრამას“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?