ლიეტუვის პრემიერი: ბატონ ზელენსკის უნდა ვთხოვოთ, დარტყმები მიაყენოს რუსეთში მდებარე მონაცემთა დამუშავების უფრო მეტ ცენტრს
ლიეტუვის პრემიერი მინდაუგას სინკევიჩიუსი მიიჩნევს, რომ არჩევნებში ჩარევის თავიდან ასაცილებლად მოკავშირეებმა ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთში მდებარე მონაცემთა დამუშავების ცენტრებზე დარტყმების განხორციელება უნდა სთხოვონ.

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, მინდაუგას სინკევიჩიუსი მიიჩნევს, რომ უკრაინის მოკავშირეებმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უნდა სთხოვონ, დარტყმები განახორციელოს რუსეთში მდებარე მონაცემთა დამუშავების უფრო მეტ ცენტრზე.
ლიეტუვის პრემიერის კომენტარი გაჟღერდა პასუხად შეკითხვაზე, თუ რა უნდა გააკეთონ ლიეტუვამ, პოლონეთმა და სხვა მოკავშირეებმა საკუთარ ქვეყნებში არჩევნების ჩარევისგან დასაცავად.
„ვფიქრობ, ბატონ ზელენსკის უნდა ვთხოვოთ, დარტყმები მიაყენოს რუსეთში მდებარე მონაცემთა დამუშავების უფრო მეტ ცენტრს და ეს, შესაძლოა, დაგვეხმაროს“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, სტრატეგიები და გეგმები აუცილებელია, თუმცა „რუსეთს ისინი ვერ აკავებს“.
„ჩვენი ქვეყნების თავდაცვის მრეწველობა კვლავ ჩამორჩება რეალურ საწარმოო საჭიროებებს, განსაკუთრებით ამ პერიოდში, ამიტომ საჭიროა მისი სტიმულირების გზების ძიება - უფრო აქტიური ორმხრივი თანამშრომლობით, უკრაინის გამოცდილებიდან სწავლითა და მის მიერ შეძენილი კომპეტენციების გაზიარებით. რაც უფრო მეტს გავაკეთებთ ერთად - ინფორმაციის გაცვლით, ერთობლივი შესყიდვებით, ერთობლივი წარმოებითა და ერთობლივი სწავლებებით, მით უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით“, - განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა.
ციტატები სტატიიდან
„ვფიქრობ, ბატონ ზელენსკის უნდა ვთხოვოთ, დარტყმები მიაყენოს რუსეთში მდებარე მონაცემთა დამუშავების უფრო მეტ ცენტრს და ეს, შესაძლოა, დაგვეხმაროს“
„რუსეთს ისინი ვერ აკავებს“
„ჩვენი ქვეყნების თავდაცვის მრეწველობა კვლავ ჩამორჩება რეალურ საწარმოო საჭიროებებს, განსაკუთრებით ამ პერიოდში, ამიტომ საჭიროა მისი სტიმულირების გზების ძიება - უფრო აქტიური ორმხრივი თანამშრომლობით, უკრაინის გამოცდილებიდან სწავლითა და მის მიერ შეძენილი კომპეტენციების გაზიარებით. რაც უფრო მეტს გავაკეთებთ ერთად - ინფორმაციის გაცვლით, ერთობლივი შესყიდვებით, ერთობლივი წარმოებითა და ერთობლივი სწავლებებით, მით უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.