პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე – წელს წარმართული ახალი პროცესების საფუძველზე, საორიენტაციოდ, 70 მილიონი ლარით გაიზრდება რკინიგზის დამატებითი შემოსავლები

საქართველოს რკინიგზა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, შუამავლების გარეშე პროცესების წარმართვის შედეგად „საქართველოს რკინიგზის“ დამატებითი შემოსავლები წელს დაახლოებით 70 მილიონი ლარით გაიზრდება. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო ორგანოები ყველაფერს ნათელს მოჰფენენ.

ირაკლი კობახიძე – წელს წარმართული ახალი პროცესების საფუძველზე, საორიენტაციოდ, 70 მილიონი ლარით გაიზრდება რკინიგზის დამატებითი შემოსავლები
პირველი არხი

შუამავლების გარეშე თავიდან ბოლომდე აწარმოებს ყველა პროცესს საქართველოს რკინიგზა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა ასევე უპასუხა შეკითხვას მიმდინარე გამოძიებასა და სამეთვალყურეო საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხზე.

„მე არ ვიცი რამდენად ჰქონდა სამეთვლაყურეო საბჭოს იმის საშუალება, რომ ეს ყველაფერი თავის დროზე დაედგინა. გამოძიება მიმდინარეობს და საბოლოო ჯამში საგამოძიებო ორგანოები მოფენენ ყველაფერს ნათელს. პროცესი გრძელდებოდა, თუ არ ვცდები უკვე დასრულებულია ეს პროცესი, შუამავლების გარეშე თავიდან ბოლომდე აწარმოებს ყველა პროცესს საქართველოს რკინიგზა, რაც მოგვცემს ჩვენ ძალიან დიდი თანხების დამატებით გენერირების საშუალებას. მარტო წელს წარმართული ახალი პროცესების საფუძველზე საორიენტაციოდ 70 მილიონი ლარით გაიზრდება რკინიგზის დამატებითი შემოსავლები. ძალიან აქტიურად მუშაობს ამაზე ბატონი ლაშა აბაშიძე და მისი ძალიან მადლიერი ვართ გამომდინარე იქიდან, რომ მისი საქმიანობით შარშანაც და წელსაც ათეულობით მილიონი ლარი დაიზოგა ან შეემატა საქართველოს რკინიგზას. გაორმაგდა მისი ხელმძღვანელობის ქვეშ რკინიგზის შემოსავლები და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მომავალი წლის შემოსავლები შესაბამის საანგარიშო წელთან შედარებით“, – განაცხადა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოპრემიერი: შუამავლების გარეშე თავიდან ბოლომდე აწარმოებს ყველა პროცესს საქართველოს რკინიგზა, რაც მოგვცემს ჩვენ ძალიან დიდი თანხების დამატებით გენერირების საშუალებას, მარტო წელს წარმართული ახალი პროცესების საფუძველზე საორიენტაციოდ 70 მილიონი ლარით გაიზრდება რკინიგზის დამატებითი შემოსავლები
  2. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: შუამავლების გარეშე თავიდან ბოლომდე აწარმოებს ყველა პროცესს საქართველოს რკინიგზა, რაც მოგვცემს დიდი თანხების დამატებით გენერირების საშუალებას, მარტო წელს, საორიენტაციოდ, 70 მილიონი ლარით გაიზრდება რკინიგზის დამატებითი შემოსავლები
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე – წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა, რომ ზედა ეშელონებში ყველა სახელმწიფო უწყება და საწარმო პრინციპულად გავათავისუფლეთ კორუფციისგან, ქვედა დონეზე ბრძოლა მუდმივად გაგრძელდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები