პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი: “ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის უახლოეს პერიოდში ვაჭრობის მოცულობამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს”

საქართველოს მთავრობაეკონომიკის სამინისტროსაქართველოს რკინიგზა

საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვის 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდა იგეგმება, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.

მარიამ ქვრივიშვილი: “ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის უახლოეს პერიოდში ვაჭრობის მოცულობამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს”
POSTV

“ჩვენ ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს უზბეკეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება”, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის დასრულების შემდეგ.

„გვაქვს ძალიან კონკრეტული ამოცანები და, შესაბამისად, კონკრეტული გეგმა, პირველ რიგში, იმისთვის, რომ გაიზარდოს ქვეყნებს შორის ვაჭრობა, საქართველოდან გაიზარდოს ქართული პროდუქციის ექსპორტი და, ფაქტობრივად, ჩვენი ამოცანაა, რომ ორ ქვეყანას შორის უახლოეს პერიოდში ვაჭრობის მოცულობამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ინვესტიციების ხელშეწყობაზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ, ზოგადად, რეგიონისთვის და ყველა ქვეყნისთვის, რომელიც შუა დერეფნის კონტექსტში არის ჩართული“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით გაიმართა. უზბეკეთის მხრიდან სხდომა ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვის თანათავმჯდომარეობით ჩატარდა.

სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, ასევე, “საქართველოს რკინიგზის” წარმომადგენლებმა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი – ჩვენი ამოცანაა, საქართველოსა და უზბეკეთს შორის უახლოეს პერიოდში ვაჭრობის მოცულობამ ერთ მილიარდ დოლარს მიაღწიოს
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა
  3. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა
  4. რუსთავი 2სამთავრობოჩვენ ძალიან დიდი ინტერესი გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ ანაკლიის პორტის განვითარებაში - უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი – საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე აქცენტი გაკეთდა ვაჭრობის საკითხებში ურთიერთობების გაღრმავებასა და ენერგეტიკაში თანამშრომლობის გაძლიერებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები