ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი – საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე აქცენტი გაკეთდა ვაჭრობის საკითხებში ურთიერთობების გაღრმავებასა და ენერგეტიკაში თანამშრომლობის გაძლიერებაზე

საქართველოს რკინიგზა

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის კომისიის სხდომაზე აქცენტი ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებზე გაკეთდა. მისი თქმით, მთავრობის გეგმით 2029 წლამდე სატრანსპორტო გამტარუნარიანობა უნდა გაორმაგდეს და ანაკლიაში პირველი გემი შევიდეს.

მარიამ ქვრივიშვილი – საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე აქცენტი გაკეთდა ვაჭრობის საკითხებში ურთიერთობების გაღრმავებასა და ენერგეტიკაში თანამშრომლობის გაძლიერებაზე
მარიამ ქვრივიშვილი – საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე აქცენტი გაკეთდა ვაჭრობის საკითხებში ურთიერთობების გაღრმავებასა და ენერგეტიკაში თანამშრომლობის გაძლიერებაზეპირველი არხი

საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომაზე შევეხეთ არაერთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური დინამიკის კიდევ უფრო გაზრდა და გაძლიერება, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ვაჭრობის საკითხებში ურთიერთობების გაღრმავება, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაძლიერება. ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის სექტორში თანამრომლობაზე.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის ვაჭრობის საკითხებში ურთიერთობების გაღრმავება, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაძლიერება, განსაკუთრებით ელექტროენერგეტიკის, ისევე როგორც გაზის სექტორში. საუბარი შეეხო თანამშრომლობას ტრანსპორტის სექტორში. საქართველო და აზერბაიჯანი განსაკუთრებულ როლს თამაშობენ და განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ შუა დერეფნის კონტექსტში და რეგიონული სატრანსპორტო ქსელის განვითარებაში. ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე სატრანსპორტო სექტორში, როგორიც არის საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლება-მოდერნიზაციის დასრულება, ის პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის რეგიონული სატრანსპორტო მნიშვნელობის კიდევ უფრო გაძლიერებას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ 2029 წლამდე მოხდეს სატრანსპორტო ქსელის გამტარუნარიანობის გაორმაგება, საპორტო, ისევე როგორც სარკინიგზო მიმართულებით. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე ამ კონტექსტში საუბარი შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს.

„ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე და იმ გეგმის თაობაზე, რომელიც ჩვენ ხელისუფლებას აქვს, რომ 2029 წელს პირველი გემი მივიღოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ძალიან მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც ხელს უწყობს არაერთი მიმართულებით საკითხების დადებითად გადაჭრას, რაც სარგებლის მომტანია ორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კუთხით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: “საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ვაჭრობის საკითხებში ურთიერთობების გაღრმავება, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაძლიერება”
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის ვაჭრობის საკითხებში ურთიერთობების გაღრმავება, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაძლიერება, განსაკუთრებით ელექტროენერგეტიკის, ისევე როგორც გაზის სექტორში. საუბარი შეეხო თანამშრომლობას ტრანსპორტის სექტორში. საქართველო და აზერბაიჯანი განსაკუთრებულ როლს თამაშობენ და განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ შუა დერეფნის კონტექსტში და რეგიონული სატრანსპორტო ქსელის განვითარებაში. ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე სატრანსპორტო სექტორში, როგორიც არის საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლება-მოდერნიზაციის დასრულება, ის პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის რეგიონული სატრანსპორტო მნიშვნელობის კიდევ უფრო გაძლიერებას“
მარიამ ქვრივიშვილი
„ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე და იმ გეგმის თაობაზე, რომელიც ჩვენ ხელისუფლებას აქვს, რომ 2029 წელს პირველი გემი მივიღოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ძალიან მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც ხელს უწყობს არაერთი მიმართულებით საკითხების დადებითად გადაჭრას, რაც სარგებლის მომტანია ორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კუთხით“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები