ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს, ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს აღარ აქვეყნებენ და მანამდე ციფრებით მანიპულირებდნენ. პრემიერის განცხადებით, შეცვლილი ტენდენციები ხელისუფლების მიერ წამოწყებული პროცესების შედეგია.

ირაკლი კობახიძე: თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს, ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ
ირაკლი კობახიძე: თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს, ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი, რაც ჩვენ წამოვიწყეთიმედინიუსი

რაც შეეხება ინფლაციას, თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს. მანამდე სიხარულით აქვეყნებდნენ ხოლმე, რომ ზრდა იყო 11-12 %-ით. იქაც მანიპულირებდნენ - აქვეყნებდნენ იანვრის ზრდას, როდესაც ეს იყო იანვრის იანვართან შედარება და ისე წარმოაჩენდნენ, თითქოს 1 თვეში გაიზარდა 10-12 %-ით ფასები, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, შეცვლილი ტენდენციები ხელისუფლების მიერ წამოწყებული პროცესების შედეგია.

„იანვარშიც ჩვენ გვქონდა მაღალი ზრდა წინა თვესთან, დეკემბერთან შედარებით. იყო 2.3 % სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაცია. შეგიძლიათ, ნახოთ თებერვლიდან მონაცემები - არის ინფლაცია, თუ დეფლაცია და მერე შეგვიძლია, ვიმსჯელოთ დანარჩენთან დაკავშირებით. ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ. თებერვლიდან მოყოლებული შეგიძლიათ, ნახოთ საერთო მონაცემები. აიღოთ ერთი კალათი და მეორე კალათი და ნახავთ, როგორია ეს მონაცემები. იანვარში ჯერ კიდევ იყო მაღალი ინფლაცია 2.3 % წინა თვესთან შედარებით, რაც ძალიან მაღალია. თებერვლიდან მოყოლებული შეგიძლიათ, ნახოთ მონაცემები“, - აღნიშნა პრემიერმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?