ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების მორიგ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტზე იემენელი ჰუსიტების მორიგ იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. ჰუსიტებმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს და საუდის არაბეთის სიღრმეში ოპერაციების გაგრძელებით იმუქრებიან.

ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების მორიგ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების მორიგ იერიშს მსხვერპლი მოჰყვაიმედინიუსი

იემენელი ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.

ქვეყნის სამხედრო წარმომადგენლის თქმით, კვირას მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს ჭურვი მოხვდა, რამაც ერთ-ერთ სამგზავრო დარბაზში ხანძარი გამოიწვია. საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თავდასხმას ერთი ადამიანი - პაკისტანის მოქალაქე ემსხვერპლა.

ერთი დღით ადრე იმავე აეროპორტზე განხორციელებულმა იერიშმა 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავდა 308.

იემენელმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ თავდასხმების უკან ისინი დგანან. დაჯგუფების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მათ აეროპორტის მიმართულებით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების კომბინირებული დარტყმა განახორციელეს.

მათ ასევე იერიში მიიტანეს საუდის არაბეთის აღმოსავლეთით მდებარე ნავთობობიექტებსა და დამამის აეროპორტზე, - განაცხადა მათი არმიის პრესმდივანმა, ბრიგადის გენერალმა იაჰია სარიამ. მან პირობა დადო, რომ გააგრძელებს „მასშტაბურ ოპერაციებს საუდის არაბეთის სიღრმეში“ და გააფრთხილა, რომ საუდის არაბეთის ყველა აეროპორტი პოტენციურ სამიზნეს წარმოადგენს, წმინდა ქალაქების - მექასა და მედინას გარდა.

ჰუსიტების განცხადებით, საუდის არაბეთზე დარტყმების მიზეზი იემენის სამოქალაქო ომში სამთავრობო ძალებისადმი მისი მხარდაჭერა და სანას აეროპორტზე განხორციელებული საჰაერო იერიშია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მასშტაბურ ოპერაციებს საუდის არაბეთის სიღრმეში“
იაჰია სარია
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?