პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკრონი: რუსეთის მხრიდან ენერგეტიკული ზავის არანაირი ნიშანი არ დამინახავს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ენერგეტიკული ზავის არანაირი ნიშანი არ ჩანს და მოსკოვი უკრაინის ინფრასტრუქტურის დაბომბვას აგრძელებს. მისი თქმით, მოლაპარაკებების განახლება ცეცხლის შეწყვეტის რეალური რეჟიმის დამყარებამდე შეუძლებელია.

მაკრონი: რუსეთის მხრიდან ენერგეტიკული ზავის არანაირი ნიშანი არ დამინახავს
ფორმულა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანულე მაკრონის თქმით, რუსეთ-უკრაინის ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლება შეუძლებელია, ვიდრე ორივე მხარეს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეალური რეჟიმი არ დამყარდება.

"ბოლო 48 საათის განმავლობაში რუსეთის მხრიდან ენერგეტიკული ზავის არანაირი ნიშანი არ დამინახავს. ყველანი სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ საკითხს. დღეს ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი ფაქტობრივი საფუძველი პოზიციის შესაცვლელად", - თქვა მაკრონმა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინაში როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ისე ინფრასტრუქტურის დაბომბვას.

ცნობისთვის,

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა, სავარაუდოდ, ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმების შეწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. მან მხარეებს ასევე მოუწოდა, ზავი არ დაარღვიონ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, შეწყვიტოს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმები, თუ მოსკოვიც ანალოგიურად მოიქცევა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ რუსეთს მანამდეც არაერთი წინადადება შესთავაზა, თუმცა კრემლი მათ ყოველთვის უარყოფდა.

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მერცი: რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები