ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი - ქვეყნების დონეზე არის გარკვეული არსებითი ცვლილება, თუმცა ამას ნაკლებად ვიტყოდი ევროკომისიის ხელმძღვანელობაზე - თუ ევროკომისიის ხელმძღვანელობის პოზიცია გადაიხედება, ურთიერთობები გადაიტვირთება

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვას კონკრეტული ბიუროკრატები და ევროკომისიის ხისტი პოზიცია უშლის ხელს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპული ბიუროკრატია ქართველ ხალხზე თავდასხმებს ახორციელებს, თუმცა თბილისი ჯანსაღი მიდგომის შემთხვევაში დიალოგისთვის მზადაა.

პრემიერი - ქვეყნების დონეზე არის გარკვეული არსებითი ცვლილება, თუმცა ამას ნაკლებად ვიტყოდი ევროკომისიის ხელმძღვანელობაზე - თუ ევროკომისიის ხელმძღვანელობის პოზიცია გადაიხედება, ურთიერთობები გადაიტვირთება
პრემიერი - ქვეყნების დონეზე არის გარკვეული არსებითი ცვლილება, თუმცა ამას ნაკლებად ვიტყოდი ევროკომისიის ხელმძღვანელობაზე - თუ ევროკომისიის ხელმძღვანელობის პოზიცია გადაიხედება, ურთიერთობები გადაიტვირთებაინტერპრესნიუსი

ჩვენი მხრიდან [ევროკავშირთან] დიალოგისთვის სრული მზაობაა, მზად ვართ ყველა საკითხთან დაკავშირებით დისკუსიისთვის - თუ ჯანსაღი მიდგომა იქნება ურთიერთობების გადატვირთვას წინ ვერაფერი დაუდგება, თუმცა ამ ეტაპამდე მოლოდინის რეჟიმში ვართ, - ეს განცხადება ევროკავშირთან ურთიერთობების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძის შეფასებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დონეზე გარკვეული არსებითი ცვლილებებია, თუმცა ევროკომისიის ხელმძღვანელობა კვლავ ხისტი დამოკიდებულებით გამოირჩევა. კობახიძის თქმით, ურთიერთობების გადატვირთვას კონკრეტული ბიუროკრატები უშლიან ხელს.

„მიუხედავად იმისა, რომ განწყობების დონეზე გარკვეული პროგრესი შეინიშნება, [ურთიერთობების აღდგენის] პროცესი რთულად მიმდინარეობს. პროგრესი არის მინიმალური. ამის მიზეზი ჩვენი სახელმწიფოს მიმართ კონკრეტული ბიუროკრატების დამოკიდებულებაა, რომლებიც ურთიერთობების გადატვირთვას ხელს უშლიან. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა დიალოგისთვის, მზად ვართ ყველა საკითხთან დაკავშირებით დისკუსიისთვის - თუ ჯანსაღი მიდგომა იქნება ურთიერთობების გადატვირთვას წინ ვერაფერი დაუდგება, თუმცა ამ ეტაპამდე მოლოდინის რეჟიმში ვართ.

ქვეყნების დონეზე არის გარკვეული არსებითი ცვლილება, თუმცა ამას ნაკლებად ვიტყოდი ევროკომისიის ხელმძღვანელობაზე, ევროკომისიის ხელმძღვანელობა კვლავაც გამოირჩევა ხისტი დამოკიდებულებით. თუ ევროკომისიის ხელმძღვანელობის პოზიცია გადაიხედება, ურთიერთობები გადაიტვირთება“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე ევროპელი ლიდერების დღევანდელ კრიტიკულ განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომელიც მათ საქართველოს ხელისუფლების მისამართით ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის დაწყების წინ გააკეთეს.

კობახიძის თქმით, საქართველოსთან მაქსიმალურად თანამშრომლობა ევროპის ობიექტურ ინტერესშია, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებენ.

„ჩვენ ევროპული ბიუროკრატიისგან ქართველ ხალხზე თავდასხმებს მიჩვეული ვართ. ეს სხვა არაფერია თუ არა მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე, რაც ძალიან სამწუხაროა.

რა თქმა უნდა, არის ევროკავშირის არაერთი ქვეყანა, რომელსაც ძალიან კარგად აქვს გააზრებული საქართველოს მნიშვნელობა პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა არიან დანიშნული ბიუროკრატები, კონკრეტული დანიშნული პოლიტიკოსები, რომლებიც მოქმედებენ არა ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად, არამედ სხვა ძალების გავლენის ქვეშ, რაც რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა.

ევროპის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოსთან მაქსიმალურად თანამშრომლობა - ეს არის ევროკავშირის ობიექტური ინტერესი, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებენ და ქართველ ხალხს გამუდმებით თავს ესხმიან, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მიუხედავად იმისა, რომ განწყობების დონეზე გარკვეული პროგრესი შეინიშნება, [ურთიერთობების აღდგენის] პროცესი რთულად მიმდინარეობს. პროგრესი არის მინიმალური. ამის მიზეზი ჩვენი სახელმწიფოს მიმართ კონკრეტული ბიუროკრატების დამოკიდებულებაა, რომლებიც ურთიერთობების გადატვირთვას ხელს უშლიან. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა დიალოგისთვის, მზად ვართ ყველა საკითხთან დაკავშირებით დისკუსიისთვის - თუ ჯანსაღი მიდგომა იქნება ურთიერთობების გადატვირთვას წინ ვერაფერი დაუდგება, თუმცა ამ ეტაპამდე მოლოდინის რეჟიმში ვართ. ქვეყნების დონეზე არის გარკვეული არსებითი ცვლილება, თუმცა ამას ნაკლებად ვიტყოდი ევროკომისიის ხელმძღვანელობაზე, ევროკომისიის ხელმძღვანელობა კვლავაც გამოირჩევა ხისტი დამოკიდებულებით. თუ ევროკომისიის ხელმძღვანელობის პოზიცია გადაიხედება, ურთიერთობები გადაიტვირთება“
ირაკლი კობახიძე
„ჩვენ ევროპული ბიუროკრატიისგან ქართველ ხალხზე თავდასხმებს მიჩვეული ვართ. ეს სხვა არაფერია თუ არა მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე, რაც ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, არის ევროკავშირის არაერთი ქვეყანა, რომელსაც ძალიან კარგად აქვს გააზრებული საქართველოს მნიშვნელობა პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა არიან დანიშნული ბიუროკრატები, კონკრეტული დანიშნული პოლიტიკოსები, რომლებიც მოქმედებენ არა ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად, არამედ სხვა ძალების გავლენის ქვეშ, რაც რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა. ევროპის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოსთან მაქსიმალურად თანამშრომლობა - ეს არის ევროკავშირის ობიექტური ინტერესი, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებენ და ქართველ ხალხს გამუდმებით თავს ესხმიან, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?