ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ღვაწლმოსილ მასწავლებელთა დაჯილდოება საქართველოს მასშტაბით გრძელდება

მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონის ღვაწლმოსილ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცეს. პროექტის დასკვნითი ღონისძიება 27 ოქტომბერს ქუთაისში გაიმართება.

ღვაწლმოსილ მასწავლებელთა დაჯილდოება საქართველოს მასშტაბით გრძელდება
ღვაწლმოსილ მასწავლებელთა დაჯილდოება საქართველოს მასშტაბით გრძელდებაიმედინიუსი

მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ყველა რეგიონში ღვაწლმოსილ პედაგოგებს აჯილდოებენ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნინო ბეგლარაშვილმა, სამინისტროს სახელით, მადლობის სიგელები ამჯერად შიდა ქართლის რეგიონის ღვაწლმოსილ მასწავლებლებს გადასცა.

დაჯილდოების ღონისძიებას ესწრებოდნენ შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იძიშუკა ჰიდეკი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებს წარმომადგენლები და სასულიერო პირები.

მინისტრის ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოს ყველა რეგიონში ღვაწლმოსილი პედაგოგების მრავალწლიანი შრომის დაფასებასა და მათი პროფესიული საქმიანობის აღიარებას.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის დასკვნითი ღონისძიება 27 ოქტომბერს, ქალაქ ქუთაისში გაიმართება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?