ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

რეგიონებში მასწავლებლების დაჯილდოება გრძელდება

განათლების სამინისტრო

საქართველოს რეგიონებში, კერძოდ საგარეჯოსა და ახმეტაში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიებას ახმეტის მერი და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთავარი ღონისძიება 27 ოქტომბერს თბილისშია დაგეგმილი.

რეგიონებში მასწავლებლების დაჯილდოება გრძელდება
რეგიონებში მასწავლებლების დაჯილდოება გრძელდებარუსთავი 2

რეგიონებში მასწავლებლების დაჯილდოების ღონისძიება გრძელდება. ამჯერად ღვაწლმოსილ პედაგოგებს სპეციალური ჯილდოები საგარეჯოსა და ახმეტაში გადასცეს.

"შევიკრიბეთ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, რათა დაგვეჯილდოებინა ღვაწლმოსილი პედაგოგები. შეირჩა 5 პედაგოგი, რომელთაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი მუნიციპალიტეტის მომავალი თაობის აღზრდაში და განვითარებაში", - აცხადებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური.

ცერემონიას განათალების სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთავარი ღონისძიება 27 ოქტომბერს ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს თბილისში ჩატარდება.

"კახეთის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებს მივულოცეთ მათი დღე და გადავეცით ჯილდოები. ეს არის ერთგვარად სიმბოლური გამოხატულება სამინისტროს მხრიდან მადლიერების", - აცხადებს სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შევიკრიბეთ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, რათა დაგვეჯილდოებინა ღვაწლმოსილი პედაგოგები. შეირჩა 5 პედაგოგი, რომელთაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი მუნიციპალიტეტის მომავალი თაობის აღზრდაში და განვითარებაში“
ალექსი ფიცხელაური
„კახეთის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებს მივულოცეთ მათი დღე და გადავეცით ჯილდოები. ეს არის ერთგვარად სიმბოლური გამოხატულება სამინისტროს მხრიდან მადლიერების“
მარიამ ჩიქობავა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.