ჩვენ ევროპული ოჯახი ვართ, დიახ, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი, ჩვენ ვემხრობით დაკავშირებადობის კუთხით კომუნიკაციის გამყარებას და ურთიერთობების გაძლიერებას - რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოანა ცოიუ აცხადებს, რომ გმობენ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებს. მისივე თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს, ევროკავშირი მზადაა დიალოგისთვის და ემხრობა დაკავშირებადობის კუთხით ურთიერთობების გაძლიერებას.

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. სხდომაზე ევროკავშირის გაფართოების, უკრაინაში საომარი მოქმედებების და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გარდა საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოანა ცოიუს თქმით, ისინი გმობენ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებს. მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა დიალოგისთვის.
"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებს. ჩვენ ევროპული ოჯახი ვართ. დიახ, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი. ჩვენ ვემხრობით დაკავშირებადობის კუთხით კომუნიკაციის გამყარებას და ურთიერთობების გაძლიერებას. რა თქმა უნდა, რუმინეთს ამ მიმართულებით მჭიდრო კომუნიკაცია აქვს საქართველოსთან. ევროკავშირი მზადაა დიალოგისთვის", - აღნიშნა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა ცოიუმ.
ციტატები სტატიიდან
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებს. ჩვენ ევროპული ოჯახი ვართ. დიახ, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი. ჩვენ ვემხრობით დაკავშირებადობის კუთხით კომუნიკაციის გამყარებას და ურთიერთობების გაძლიერებას. რა თქმა უნდა, რუმინეთს ამ მიმართულებით მჭიდრო კომუნიკაცია აქვს საქართველოსთან. ევროკავშირი მზადაა დიალოგისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.