ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოანა ცოიუ – ევროკავშირის არაერთი წარმომადგენელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებზე მკაფიო პოზიციას აფიქსირებს, ეს ნიშანია, რომ ევროპული ოჯახი მზად არის, საქართველოს სუვერენიტეტს მხარი დაუჭიროს

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ცოიუმ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნები საჯაროდ დაგმო და აღნიშნა, რომ ევროპული ოჯახი მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტსა და მდგრად დემოკრატიაზე გადასვლას.

ოანა ცოიუ – ევროკავშირის არაერთი წარმომადგენელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებზე მკაფიო პოზიციას აფიქსირებს, ეს ნიშანია, რომ ევროპული ოჯახი მზად არის, საქართველოს სუვერენიტეტს მხარი დაუჭიროს
ოანა ცოიუ – ევროკავშირის არაერთი წარმომადგენელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებზე მკაფიო პოზიციას აფიქსირებს, ეს ნიშანია, რომ ევროპული ოჯახი მზად არის, საქართველოს სუვერენიტეტს მხარი დაუჭიროსპირველი არხი

პირველ რიგში, საჯაროდ უნდა დავგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ითქვას ძალიან მკაფიოდ. ვნახე, რომ ევროკავშირის არაერთი სხვა წარმომადგენელიც ამ საკითხზე ძალიან მკაფიო პოზიციას აფიქსირებს, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ცოიუმ ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს იმის ნიშანია, რომ ევროპული ოჯახი მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტსა და ქვეყნის გადასვლას უფრო ძლიერ, მდგრად დემოკრატიაზე.

„ვიტყოდი, რომ ეს დადებითი ნიშანია“, – აღნიშნა ოანა ცოიუმ.

ამასთან, რაც შეეხება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურას, როგორც ოანა ცოიუმ განაცხადა, რუმინეთი რეგიონის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, კავშირების გაძლიერების საკითხზე მსჯელობს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გავაგრძელოთ. დიალოგს რაც შეეხება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, არ ვეთანხმები თქვენს შეფასებას, თითქოს ევროკავშირი დიალოგს ბოიკოტს უცხადებს. ევროკავშირი ყოველთვის მზად არის, გააგრძელოს დიალოგი იმ ქვეყნებისა და მთავრობების წარმომადგენლებთან, რომლებიც მზად არიან თანამშრომლობისთვის, იცავენ საკუთარ დემოკრატიას და მზად არიან, ოპოზიციას პირდაპირ საარჩევნო უბნებზე შეეჯიბრონ და არა სხვა მექანიზმების გამოყენებით“, – განაცხადა ოანა ცოიუმ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვიტყოდი, რომ ეს დადებითი ნიშანია“
ოანა ცოიუ
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გავაგრძელოთ. დიალოგს რაც შეეხება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, არ ვეთანხმები თქვენს შეფასებას, თითქოს ევროკავშირი დიალოგს ბოიკოტს უცხადებს. ევროკავშირი ყოველთვის მზად არის, გააგრძელოს დიალოგი იმ ქვეყნებისა და მთავრობების წარმომადგენლებთან, რომლებიც მზად არიან თანამშრომლობისთვის, იცავენ საკუთარ დემოკრატიას და მზად არიან, ოპოზიციას პირდაპირ საარჩევნო უბნებზე შეეჯიბრონ და არა სხვა მექანიზმების გამოყენებით“
ოანა ცოიუ
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჩვენ ევროპული ოჯახი ვართ, დიახ, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი როლი, ჩვენ ვემხრობით დაკავშირებადობის კუთხით კომუნიკაციის გამყარებას და ურთიერთობების გაძლიერებას - რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები