რუმინეთის საგარეო უწყება: რუმინეთი მკაცრად გმობს საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში 18 სექტემბერს ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების" ჩატარებას
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლითაც მკაცრად გმობს საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში 18 სექტემბერს ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების" ჩატარებას. უწყების განცხადებით, კენჭისყრას არანაირი ლეგიტიმურობა არ გააჩნია, მისი შედეგები ბათილია და რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ რუმინეთი მკაცრად გმობს საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში 18 სექტემბერს ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების" ჩატარებას:
"რუმინეთი მკაცრად გმობს საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში 18 სექტემბერს ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების" ჩატარებას.
კენჭისყრას და მთლიანად საარჩევნო პროცესს არ გააჩნია არანაირი ლეგიტიმურობა. მისი შედეგები ბათილია და სამართლებრი ძალა არ აქვს. რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," - აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…