ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა პაპუაშვილი: “უკვე მერამდენე წელია, საქართველო, ეკონომიკური ზრდის ტემპებით, ევროკავშირის წევრებთან და ყველა კანდიდატ წევრთან შედარებით არის პირველ ადგილზე. ახლა აგვიხსნან კაია კალასმა და მარტა კოსმა: თუ საქართველო არის ყველაზე ცუდი და საშინელი, როგორ ხდება, რომ სინამდვილეში, არის ყველაზე კარგი და წარმატებული?!”

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ეკონომიკური ზრდით ევროკავშირის წევრებსა და კანდიდატებს უსწრებს, ხოლო დასავლეთის ფინანსური ზეწოლა არ ჭრის. მისი თქმით, ვინც ბრიუსელს უჯერებს, ეკონომიკურად ზიანდება, ხოლო ვინც არ უჯერებს – იზრდება.

შალვა პაპუაშვილი: “უკვე მერამდენე წელია, საქართველო, ეკონომიკური ზრდის ტემპებით, ევროკავშირის წევრებთან და ყველა კანდიდატ წევრთან შედარებით არის პირველ ადგილზე. ახლა აგვიხსნან კაია კალასმა და მარტა კოსმა: თუ საქართველო არის ყველაზე ცუდი და საშინელი, როგორ ხდება, რომ სინამდვილეში, არის ყველაზე კარგი და წარმატებული?!”
შალვა პაპუაშვილი: “უკვე მერამდენე წელია, საქართველო, ეკონომიკური ზრდის ტემპებით, ევროკავშირის წევრებთან და ყველა კანდიდატ წევრთან შედარებით არის პირველ ადგილზე. ახლა აგვიხსნან კაია კალასმა და მარტა კოსმა: თუ საქართველო არის ყველაზე ცუდი და საშინელი, როგორ ხდება, რომ სინამდვილეში, არის ყველაზე კარგი და წარმატებული?!”POSTV

„მიმდინარეობს ბიუჯეტის მიღების პროცესი. სამი ეტაპისგან შედგება. ახლა პირველადი განხილვები მიმდინარეობს, რომელიც შესაბამისი მოსაზრებებით დაუბრუნდება მთავრობას. საბოლოო ჯამში, ბიუჯეტის ბოლო პროექტი განსხვავდება ხოლმე თავდაპირველი პროექტისგან და სრულად არის ჩართული პარლამენტი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„ზოგადად, ახალი ბიუჯეტიც გვაჩვენებს იმ ეკონომიკურ წინსვლას, რომელიც საქართველოს აქვს. შემოსავლების მხრივ, გადაჭარბებით სრულდება ბიუჯეტი და, შესაბამისად, მომავალი წლის ბიუჯეტიც არის მაქსიმალურ დონეზე დაგეგმილი. გახსოვთ 2024 წელს, არჩევნების წინ რომ სურდათ არჩევნებზე გავლენის მოხდენა და ვითომ დასჯის სახით ევროკავშირიდან 120 მილიონი ევროს გრანტზე უარი თქვეს, რომელიც ბიუჯეტში მიდიოდა; ამის შემდეგ ხუთჯერ 100 მილიონი ევროს ნამატი ჰქონდა ჩვენს ბიუჯეტს. ეს აჩვენებს, რომ არანაირი ზეწოლა საქართველოზე თანხით, ან ა.შ., არ ჭრის, პირიქით.

ჩვენ ავირჩიეთ დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება, ამიტომაც არის ბიუჯეტი, ერთი მხრივ, ჯანსაღი და, მეორე მხრივ, წლიდან წლამდე ეკონომიკური ზრდა გვაქვს.

უკვე მერამდენე წელია, საქართველო არის პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის ტემპებით ევროკავშირის წევრებთან და ყველა კანდიდატ წევრთან შედარებით. ახლა აგვიხსნან კაია კალასმა და მარტა კოსმა: თუ საქართველო არის ყველაზე ცუდი და საშინელი, როგორ ხდება, რომ საქართველო, სინამდვილეში, არის ყველაზე კარგი და წარმატებული?! ვინც უჯერებს ბრიუსელს, ის ეკონომიკურად ზიანდება და ვინც არ უჯერებს, ეკონომიკურად იზრდება – ამას გვასწავლის ჩვენი ისტორია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მიმდინარეობს ბიუჯეტის მიღების პროცესი. სამი ეტაპისგან შედგება. ახლა პირველადი განხილვები მიმდინარეობს, რომელიც შესაბამისი მოსაზრებებით დაუბრუნდება მთავრობას. საბოლოო ჯამში, ბიუჯეტის ბოლო პროექტი განსხვავდება ხოლმე თავდაპირველი პროექტისგან და სრულად არის ჩართული პარლამენტი“
შალვა პაპუაშვილი
„ზოგადად, ახალი ბიუჯეტიც გვაჩვენებს იმ ეკონომიკურ წინსვლას, რომელიც საქართველოს აქვს. შემოსავლების მხრივ, გადაჭარბებით სრულდება ბიუჯეტი და, შესაბამისად, მომავალი წლის ბიუჯეტიც არის მაქსიმალურ დონეზე დაგეგმილი. გახსოვთ 2024 წელს, არჩევნების წინ რომ სურდათ არჩევნებზე გავლენის მოხდენა და ვითომ დასჯის სახით ევროკავშირიდან 120 მილიონი ევროს გრანტზე უარი თქვეს, რომელიც ბიუჯეტში მიდიოდა; ამის შემდეგ ხუთჯერ 100 მილიონი ევროს ნამატი ჰქონდა ჩვენს ბიუჯეტს. ეს აჩვენებს, რომ არანაირი ზეწოლა საქართველოზე თანხით, ან ა.შ., არ ჭრის, პირიქით. ჩვენ ავირჩიეთ დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება, ამიტომაც არის ბიუჯეტი, ერთი მხრივ, ჯანსაღი და, მეორე მხრივ, წლიდან წლამდე ეკონომიკური ზრდა გვაქვს. უკვე მერამდენე წელია, საქართველო არის პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის ტემპებით ევროკავშირის წევრებთან და ყველა კანდიდატ წევრთან შედარებით. ახლა აგვიხსნან კაია კალასმა და მარტა კოსმა: თუ საქართველო არის ყველაზე ცუდი და საშინელი, როგორ ხდება, რომ საქართველო, სინამდვილეში, არის ყველაზე კარგი და წარმატებული?! ვინც უჯერებს ბრიუსელს, ის ეკონომიკურად ზიანდება და ვინც არ უჯერებს, ეკონომიკურად იზრდება – ამას გვასწავლის ჩვენი ისტორია“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?