ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში და ბელგიაში მიმდინარე აქციებზე: არა, ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც ბრიუსელს აქვს, რომ არსებობენ მაღალი და დაბალი ხარისხის საზოგადოებები

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს ორმაგ სტანდარტსა და „კლასობრივ მიდგომაში“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ევროკავშირი საზოგადოებებს „მაღალი და დაბალი ხარისხის“ კატეგორიებად, „პატრიციებად და პლებეებად“ ყოფს.

შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში და ბელგიაში მიმდინარე აქციებზე: არა, ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც ბრიუსელს აქვს, რომ არსებობენ მაღალი და დაბალი ხარისხის საზოგადოებები
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში და ბელგიაში მიმდინარე აქციებზე: არა, ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც ბრიუსელს აქვს, რომ არსებობენ მაღალი და დაბალი ხარისხის საზოგადოებებირუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთში და ბელგიაში აქციის დაშლის მეთოდები შეაფასა და გაიხსენა ევროკავშირის ლიდერების კრიტიკული განცხადებები საქართველოში ძალადობრივი აქციების დაშლასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს მხოლოდ ორმაგი სტანდარტი არ არის და ბრიუსელს ასეთი პოლიტიკა აქვს, რომ არსებობენ მაღალი და დაბალი ხარისხის საზოგადოებები.

მისივე თქმით, ევროკავშირი, სამწუხაროდ უბრუნდება ათასწლეულების წინ არსებულ კლასობრივ მიდგომას.

"არა, ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც ბრიუსელს აქვს, რომ არსებობენ მაღალი და დაბალი ხარისხის საზოგადოებები. არსებობს მაღალი, ევროკავშირის წევრი საზოგადოება, რომლისთვისაც კანონის უზენაესობა დასაცავი არის, რომლისთვისაც კონსტიტუციური წყობა დასაცავი არის და არსებობენ, ასე ვთქვათ, ევროპული პატრიციები და ვარსებობთ პლებეები, რომლებსაც ზემოდან უნდა გვიყურონ და ის, რაც იუპიტერისთვის არის, ანუ ევროკავშირისთვის არის მისაღები, ის ჩვენი პლებეებისთვის და ხარებისთვის მიუღებელი უნდა იყოს და ეს გამოიხატება უკვე სტრუქტურულ გადაწყვეტილებებშიც, აი ახლა ამ დღეებშიც, ზუსტად ამაზე მიდის მსჯელობა. რომ ახალ წევრებს თუ მიიღებენ, მიიღებენ მათ, როგორც მეორეხარისხოვან წევრებს, რომლებსაც არ ექნებათ თანაბარი ხმის უფლება ევროკავშირის სხვა წევრებთან შედარებით, რითაც პირდაპირ გვაჩვენებენ სწორედ ამ დამოკიდებულებას პატრიციებისა და პლებეებისა, პლებეების გამიჯვნისა. ევროპა, ევროკავშირი, სამწუხაროდ უბრუნდება ათასწლეულების წინ არსებულ კლასობრივ მიდგომას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არა, ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც ბრიუსელს აქვს, რომ არსებობენ მაღალი და დაბალი ხარისხის საზოგადოებები. არსებობს მაღალი, ევროკავშირის წევრი საზოგადოება, რომლისთვისაც კანონის უზენაესობა დასაცავი არის, რომლისთვისაც კონსტიტუციური წყობა დასაცავი არის და არსებობენ, ასე ვთქვათ, ევროპული პატრიციები და ვარსებობთ პლებეები, რომლებსაც ზემოდან უნდა გვიყურონ და ის, რაც იუპიტერისთვის არის, ანუ ევროკავშირისთვის არის მისაღები, ის ჩვენი პლებეებისთვის და ხარებისთვის მიუღებელი უნდა იყოს და ეს გამოიხატება უკვე სტრუქტურულ გადაწყვეტილებებშიც, აი ახლა ამ დღეებშიც, ზუსტად ამაზე მიდის მსჯელობა. რომ ახალ წევრებს თუ მიიღებენ, მიიღებენ მათ, როგორც მეორეხარისხოვან წევრებს, რომლებსაც არ ექნებათ თანაბარი ხმის უფლება ევროკავშირის სხვა წევრებთან შედარებით, რითაც პირდაპირ გვაჩვენებენ სწორედ ამ დამოკიდებულებას პატრიციებისა და პლებეებისა, პლებეების გამიჯვნისა. ევროპა, ევროკავშირი, სამწუხაროდ უბრუნდება ათასწლეულების წინ არსებულ კლასობრივ მიდგომას“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?