ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: დღევანდელი ბრიუსელისგან ქცევის შეცვლას აღარავინ ელის. თუმცა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველო ყოველთვის დარჩება ბრიუსელის ფარისევლობისა და ორმაგი სტანდარტის ცოცხალ მხილებად

საქართველოს პარლამენტიცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისია

შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს ფარისევლობასა და ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ევროკომისიამ ალბანეთში ძალადობა დაგმო, თუმცა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლების დამხობის მცდელობები არც ერთხელ არ დაუგმია.

შალვა პაპუაშვილი: დღევანდელი ბრიუსელისგან ქცევის შეცვლას აღარავინ ელის. თუმცა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველო ყოველთვის დარჩება ბრიუსელის ფარისევლობისა და ორმაგი სტანდარტის ცოცხალ მხილებად
შალვა პაპუაშვილი: დღევანდელი ბრიუსელისგან ქცევის შეცვლას აღარავინ ელის. თუმცა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველო ყოველთვის დარჩება ბრიუსელის ფარისევლობისა და ორმაგი სტანდარტის ცოცხალ მხილებადრუსთავი 2

"დღევანდელი ბრიუსელისგან ქცევის შეცვლას აღარავინ ელის", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, შვიდი წელია ბრიუსელი უყურებს არა მხოლოდ ძალადობას, არამედ ხელისუფლების დამხობის მცდელობებს და არც ერთხელ - ხაზს ვუსვამ, არც ერთხელ - ეს ძალადობა არ დაუგმია.

"ვგმობთ ძალადობას ტირანასა და ალბანეთის სხვა ქალაქებში, მათ შორის შენობებისთვის ცეცხლის წაკიდებას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმებსა და საჯარო და კერძო საკუთრების განადგურებას". ეს არის ევროკომისიის 18 ოქტომბრის განცხადება ალბანეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ზუსტად ასეთივე განცხადებას ველოდით ევროკავშირისგან: 2019 წლის 20 ივნისს, როდესაც კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ პარლამენტის შტურმით აღება და ხელისუფლების დამხობა სცადა. 2020 წლის ნოემბერში, როდესაც არჩევნებში დამარცხებულმა კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ ცესკო-ს შტურმით აღება, არჩევნების ჩაშლა და ხელისუფლების დამხობა სცადა. 2021 წლის მარტში, როდესაც კოლექტიური ნაცმოძრაობა ძებნილ ნიკა მელიასთან ერთად პარტიის სათაო ოფისში შეიკეტა და ხელისუფლების დამხობით დაიმუქრა. 2022 წლის ივნისში, როდესაც კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ და უცხეთიდან კონტროლირებულმა ენჯეოებმა ხელისუფლების დამხობა სცადეს. 2023 წლის აპრილში, როდესაც კოლექტიური ნაცმოძრაობის და უცხოეთიდან კონტროლირებული ენჯეოების მიერ ხელისუფლების დამხობის მცდელობისას, პირველად საქართველოს ისტორიაში, მოლოტოვის კოქტეილით ადამიანის ცოცხლად დაწვა სცადეს. 2024 წლის ოქტომბერში, როდესაც არჩევნებში დამარცხებულმა კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" და უცხოეთიდან კონტროლირებულმა ენჯეოებმა პარლამენტის სასახლის შტურმით აღება და ხელისუფლების დამხობა სცადეს. 2025 წლის ოქტომბერში, როდესაც კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ და უცხოეთიდან კონტროლირებულმა ენჯეოებმა თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლა, პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღება და ხელისუფლების დამხობა სცადეს. შვიდი წელია ბრიუსელი უყურებს არა მხოლოდ ძალადობას, არამედ ხელისუფლების დამხობის მცდელობებს და არც ერთხელ - ხაზს ვუსვამ, არც ერთხელ - ეს ძალადობა არ დაუგმია. პირიქით, ძალადობისა და ხელისუფლების დამხობის ყოველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ბრიუსელი საქართველოს ესხმოდა თავს და ამით მოძალადე ჯგუფების პასუხისმგებლობის საკითხს ფარავდა. როგორც ერთ ცნობილ ძველ ქარდზე იყო ნათქვამი - "ყველაფერი გასაგებია". ყველაფერი დიდი ხანია გასაგებია.

დღევანდელი ბრიუსელისგან ქცევის შეცვლას აღარავინ ელის. თუმცა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველო ყოველთვის დარჩება ბრიუსელის ფარისევლობისა და ორმაგი სტანდარტის ცოცხალ მხილებად. ამჯერად გავიხსენოთ, რას ამბობდა პრეზიდენტი მაკრონი, როდესაც ქართველ პოლიციელებს ესხმოდნენ თავს და საქართველოს დამხობას ცდილობდნენ, და რას ამბობს, როდესაც ფრანგ პოლიციელებს ესხმიან თავს და საფრანგეთის დამხობას ცდილობენ", - წერს შალვა პაპუაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღევანდელი ბრიუსელისგან ქცევის შეცვლას აღარავინ ელის“
შალვა პაპუაშვილი
„ვგმობთ ძალადობას ტირანასა და ალბანეთის სხვა ქალაქებში, მათ შორის შენობებისთვის ცეცხლის წაკიდებას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმებსა და საჯარო და კერძო საკუთრების განადგურებას“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
"დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალადობის ადგილი არ არის" - ევროკომისია ალბანეთში მომხდარ ფაქტებს გმობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები