შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელმა აირჩია კონფრონტაციის და არა დიალოგის გზა - თქვენ იხილეთ პრემიერი, რომელიც საუბრობდა დიალოგზე, ცდილობდა ჩვენი პოზიციის ახსნას და ნახეთ წამყვანი, რომელიც არ უსმენდა საკუთარი თავის გარდა არავის
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელმა დიალოგის ნაცვლად კონფრონტაციის გზა აირჩია. მან „ევრონიუსის“ სამიტზე ირაკლი კობახიძის ინტერვიუს წამყვანი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტის ქცევა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის საუკეთესო ვიზუალიზაციაა.

სამწუხაროდ, ბრიუსელმა აირჩია კონფრონტაციის გზა და არა დიალოგის გზა, ეს რა თქმა უნდა, არაევროპული ქცევაა, თუმცა ეს ქცევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში დომინირებს - თქვენ იხილეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც საუბრობდა მუდმივად დიალოგზე, ცდილობდა ჩვენი პოზიციის ახსნას და ნახეთ წამყვანი, რომელიც არ უსმენდა საკუთარი თავის გარდა არავის,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, წამყვანის დამოკიდებულება, რომელსაც კობახიძესთან ინტერვიუ ჰქონდა, კარგი ვიზუალიზაციაა იმის, რა მდგომარეობაშია დღეს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა.
„ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ სამწუხაროდ, ბრიუსელმა აირჩია კონფრონტაციის გზა და არა დიალოგის გზა. ეს, რა თქმა უნდა, არაევროპული ქცევაა, თუმცა ეს ქცევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში დომინირებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი, მისი საგარეო პოლიტიკური სპიკერები და კომისრები ორიენტირებულები არიან დაძაბვისკენ, კონფრონტაციისკენ, ომის რიტორიკისკენ, რაც აბსოლუტურად რადიკალურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის შექმნის იდეასაც კი. ეს არის დაბრუნება 100 წლის წინანდელ რიტორიკაში, რაც იმედგამაცრუებელია ევროკავშირის მხრიდან. მეორე მხრივ, სხვათა შორის, ძალიან საინტერესო იყო გვეხილა წამყვანი, რომელმაც ჩემი აზრით, მოახდინა საუკეთესო ვიზუალიზაცია ამ ინტერვიუს დროს, სად არის პრობლემა. თქვენ იხილეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც საუბრობდა მუდმივად დიალოგზე და ცდილობდა ჩვენი პოზიციის ახსნას და ნახეთ წამყვანი, რომელიც არ უსმენდა საკუთარი თავის გარდა არავის და ნებისმიერ საკითხზე საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად, გადადიოდა ბრალდებებზე და საკუთარი თავის დარწმუნებაზე, რომ ის არის მართალი. ვფიქრობ, რომ ეს იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია იმისა თუ რა ხდება დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში. საქართველო მშვიდად, საკუთარი ეროვნული ინტერესების წარმოდგენით მოუწოდებს ევროკავშირს დიალოგისკენ, საგნობრივი დისკუსიისკენ და ევროკავშირი, ამ შემთხვევაში ამ წამყვანის სახით წარმოდგენილი, ბრალდებებით საუბრობს, დიალოგზე უარს ამბობს და საკუთარი თავის გარდა არავის არ უსმენს“.- განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიასამწუხაროდ, ბრიუსელმა აირჩია კონფრონტაციის გზა და არა დიალოგის, რაც არაევროპული ქცევაა, თუმცა ეს ქცევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში ბოლო პერიოდში დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი – გუშინდელი ინტერვიუ იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია, რომ ევროკავშირი, ამ შემთხვევაში წამყვანის სახით, საუბრობს ბრალდებებით, უარს ამბობს დიალოგზე და საკუთარი თავის გარდა, არავის უსმენს
შალვა პაპუაშვილი: „სამწუხაროდ, ბრიუსელმა კონფრონტაციის და არა დიალოგის გზა აირჩია. ეს არაევროპული ქცევაა, თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ეს ქცევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში დომინირებს“
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ სამწუხაროდ, ბრიუსელმა აირჩია კონფრონტაციის გზა და არა დიალოგის გზა. ეს, რა თქმა უნდა, არაევროპული ქცევაა, თუმცა ეს ქცევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში დომინირებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი, მისი საგარეო პოლიტიკური სპიკერები და კომისრები ორიენტირებულები არიან დაძაბვისკენ, კონფრონტაციისკენ, ომის რიტორიკისკენ, რაც აბსოლუტურად რადიკალურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის შექმნის იდეასაც კი. ეს არის დაბრუნება 100 წლის წინანდელ რიტორიკაში, რაც იმედგამაცრუებელია ევროკავშირის მხრიდან. მეორე მხრივ, სხვათა შორის, ძალიან საინტერესო იყო გვეხილა წამყვანი, რომელმაც ჩემი აზრით, მოახდინა საუკეთესო ვიზუალიზაცია ამ ინტერვიუს დროს, სად არის პრობლემა. თქვენ იხილეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც საუბრობდა მუდმივად დიალოგზე და ცდილობდა ჩვენი პოზიციის ახსნას და ნახეთ წამყვანი, რომელიც არ უსმენდა საკუთარი თავის გარდა არავის და ნებისმიერ საკითხზე საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად, გადადიოდა ბრალდებებზე და საკუთარი თავის დარწმუნებაზე, რომ ის არის მართალი. ვფიქრობ, რომ ეს იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია იმისა თუ რა ხდება დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში. საქართველო მშვიდად, საკუთარი ეროვნული ინტერესების წარმოდგენით მოუწოდებს ევროკავშირს დიალოგისკენ, საგნობრივი დისკუსიისკენ და ევროკავშირი, ამ შემთხვევაში ამ წამყვანის სახით წარმოდგენილი, ბრალდებებით საუბრობს, დიალოგზე უარს ამბობს და საკუთარი თავის გარდა არავის არ უსმენს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…