ბათუმში, მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტაში ცეცხლი გაჩნდა - ხანძარი ლოკალიზებულია
ბათუმში, „თაუერ ჯგუფის“ მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ცეცხლის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ბათუმში "თაუერ ჯგუფის" მშენებარე კორპუსში ხანძარი ლოკალიზებულია.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ცეცხლი ლიფტის შახტაში გაჩნდა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. როგორც უწყებაში "რუსთავი 2-ს" განუცხადებს, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ხანძრის გაჩენის ოფიციალურ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.