ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ცეცხლმა აივანზე ინვენტარი გაანადგურა და საფრთხეს სიახლოვეს გამავალი ბუნებრივი აირის მილები ქმნიდა.

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბინაში თურქეთის მოქალაქე იმყოფებოდა.
მეზობლების ინფორმაციით, ხანძარმა აივანზე ინვენტარი გაანადგურა. ადგილობრივების თქმით, განსაკუთრებულ საფრთხეს ის გარემოება ქმნიდა, რომ ხანძრის კერასთან ახლოს ბუნებრივი აირის მილები გადიოდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების წარმომადგენლები მივიდნენ. ტერიტორიაზე სამართალდამცავებიც იმყოფებოდნენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.