ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა
ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე „თაუერ ჯგუფის“ მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა. შენობა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრ გიორგი ჭყონიას კომპანიას ეკუთვნის; ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და პოლიციაა მობილიზებული.

დღეს, 12 ოქტომბერს, ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე „თაუერ ჯგუფის“ მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა.
შენობა „ბათუმი ცენტრალის“ გვერდით მდებარეობს. შენობა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის, გიორგი ჭყონია კომპანიას ეკუთვნის.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რას შეიძლება გამოეწვია ცათამბჯენში ხანძარი.
„ბათუმელები“ ადგილზე იმყოფება, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მოვლენების განვითარებას „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…