პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გამოვლენილია ორ დღეში შექმნილი 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად

ქართული ოცნებატელეიმედი

„სამართლიანი არჩევნების“ მონიტორინგით, „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებების პოპულარობის ხელოვნურად გასაზრდელად ორ დღეში შექმნილი 400-ზე მეტი ყალბი ფეისბუქანგარიში გამოვლინდა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ფოტოებს იყენებს.

გამოვლენილია ორ დღეში შექმნილი 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად
TV პირველი

კოორდინირებული არაავთენტური ქსელი, რომლის ანგარიშების უმრავლესობა 2 დღეში შეიქმნა, „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებების პოპულარობას ხელოვნურად ზრდის - ეს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მოტიტორინგის შედეგად ირკვევა.

„სამართლიანი არჩევნების“ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 400-ზე მეტი ყალბი ფეისბუქანგარიში, რომლებიც 2026 წლის 25-26 აგვისტოს შეიქმნა. ანგარიშები InterPressNews-ის ფეისბუქგვერდზე იწონებენ ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და ირაკლი კირცხალიას განცხადებებს.

ქსელის ანგარიშების უმრავლესობა პროფილის ფოტოდ ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ გამოსახულებას იყენებს და ერთსა და იმავე ფეისბუქგვერდებს იწერს. ანგარიშების ერთ წყაროდან მართვაზე მიუთითებს ისიც, რომ ერთი და იგივე ანგარიშები სხვადასხვა პოსტს იდენტური თანმიმდევრობით იწონებენ"- წერს ორგანიზაცია.

ISFED-ის ცნობით, ქსელში, ასევე, გამოვლინდა 2024 წელს შექმნილი ანგარიშები, რომელთა შექმნის თარიღები ემთხვევა „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ადრე, „იმედის“ პოსტზე გამოვლენილი ქსელის შექმნის პერიოდებს.

კვლევა სრულად: https://shorturl.at/ja5Xa

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 5
  1. ფორმულაოპოზიციურიISFED - ორ დღეში შექმნილია 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში ოცნების მხარდასაჭერად
  2. ტაბულაოპოზიციურიIsfed: "ოცნების" მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში შექმნეს
  3. TV პირველიოპოზიციურიგამოვლენილია ორ დღეში შექმნილი 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში, რომელიც "ოცნების" ლიდერების მოსაწონებლად შეიქმნა - კვლევა
  4. ნეტგაზეთიოპოზიციური2 დღეში შექმნილი 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში „ოცნების“ მხარდასაჭერად – ISFED-ის მონიტორინგი
  5. ბათუმელებიოპოზიციური2 დღეში „ოცნების“ მხარდასაჭერად 400 ყალბი ანგარიში შექმნეს – ISFED
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
იმედისა და რუსთავი 2-ის ფეისბუქ გვერდებზე "მითების დეტექტორმა" ყალბი ანგარიშები გამოავლინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები