პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე "სამართლიანი არჩევნების" კვლევაზე: "ქართული ოცნების" ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები?

ქართული ოცნება

თბილისის მერი კახა კალაძე ISFED-ის კვლევას პასუხობს და აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ყალბი გვერდები არ სჭირდება, რადგან საზოგადოების რეალური მხარდაჭერა აქვს. კალაძემ ორგანიზაციის დაფინანსების წყაროებზეც გაამახვილა ყურადღება.

კახა კალაძე "სამართლიანი არჩევნების" კვლევაზე: "ქართული ოცნების" ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები?
რუსთავი 2

"ქართული ოცნების" ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? თქვენ ცდილობთ, რომ ეს თქვენი პატარა ამომრჩეველი, "ბაბლი", თქვენეულ სამყაროში აცხოვროთ", - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, მმართველი გუნდის ლიდერების პოსტების მხარდასაჭერად არაავთენტური გვერდები შეიქმნა.

კახა კალაძემ ორგანიზაციის დაფინანსების წყაროებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მმართველ პარტიას არაავთენტური გვერდების გამოყენება არ სჭირდება, რადგან მათ საზოგადოების რეალური მხარდაჭერა აქვთ.

"მარტივ შეკითხვას ვსვამ: ვისგან ფინანსდება „სამართლიანი არჩევნები“? ვნახოთ, საიდან იღებს დაფინანსებას და თქვენს კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება ძალიან მარტივად. ჯერ "ქართული ოცნების" ლიდერებს რაში სჭირდებათ ყალბი გვერდები? აგერ, რამდენიმე დღის წინ ჩატარდა არჩევნები კონკრეტულ ქალაქებში. აი, ეს არის საზოგადოების განწყობა და დამოკიდებულება. იცით, რა არის პრობლემა? თქვენ ცდილობთ, რომ ეს თქვენი პატარა ამომრჩეველი, "ბაბლი", თქვენეულ სამყაროში აცხოვროთ. ჩემი რჩევა იქნება თქვენდამი, რომ რაც უფრო მალე დაანახებთ რეალობას, უფრო კარგი იქნება თქვენთვის. შეცდომები ყველას მოგვდის, მაგრამ მთავარია, სწორი ანალიზი, შეფასება გააკეთო და სწორი დასკვნები გამოიტანო შენს მიერ დაშვებულ შეცდომებზე", - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე: კვლევა არ სჭირდება იმას, რომ ადამიანებმა განსაზღვრონ, რა ხდება პოლიტიკურ ველზე, რომელ პარტიას აქვს საზოგადოების მხარდაჭერაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები