ვანში ქართული საოპერო მუსიკის საღამო მოეწყო
ვანში ქართული საოპერო მუსიკის საღამო გაიმართა, სადაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტებმა და ორკესტრმა ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებები შეასრულეს.

ვანში ქართული საოპერო მუსიკის საღამო მოეწყო. მასში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, გუნდი და ზაზა აზმაიფარაშვილის დირიჟორობით ორკესტრი მონაწილეობდნენ.
შესრულდა ზაქარია ფალიაშვილის, ვიქტორ დოლიძის, დიმიტრი არაყიშვილის, ოთარ თაქთაქიშვილის, ბიძინა კვერნაძის, რევაზ ლაღიძის ნაწარმოებები.
რეგიონებში ქართული საოპერო საღამოების მოწყობის მიზნად დიდი ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორების შედევრების მსმენელებისთვის გაცნობა და მისი პოპულარიზაციაა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.