ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტა მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი იანდრიი სიბიჰა აცხადებს, რომ რუსეთმა ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გამოცხადებისთანავე დაარღვია და ხარკოვის თბოელექტროცენტრალზე იერიში მიიტანა.

სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტა მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია
სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტა მისი გამოცხადებისთანავე დაარღვიატაბულა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, იანდრიი სიბიჰა წერს, რომ რუსეთმა ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტა მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია.

სიბიჰას თქმით, ამასთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, იოჰან ვადეფულს შეხვდა და ქალაქ ხარკოვში მე-5 თბოელექტროცენტრალზე რუსული იერიშის შესახებ აცნობა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რუსულ ტერორს პასუხი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტების მიწოდებით, ევროკავშირში გაწევრიანების კლასტერების გახსნით და გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უნდა გაეცეს.

"იოჰანს ვაცნობე რამდენიმე საათის წინ ხარკოვის თბოელექტროცენტრალ-5-ზე რუსული იერიშის შესახებ. რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია. ხელახლა ვადასტურებ უკრაინის მზაობას სრული ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუკი რუსეთი ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს შეწყვეტს. რუსულ ტერორს პასუხი სიძლიერით, ერთიანობით და სიმტკიცით უნდა გაეცეს: დამატებითი სამხედრო დახმარების პაკეტები უკრაინისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების კლასტერების გახსნა და გაყინული რუსული აქტივების სრული გამოყენება". - წერს სიბიჰა.

ცოტა ხნით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ უკრაინა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არის, თუმცა რუსეთს უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე იერიშები არ შეუწყვეტია.

ცნობისთვის, 11 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მანვე მოუწოდა მხარეებს, რომ შეთანხმება არ დაარღვიონ.

როგორც გამოცემა Axios წერდა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უთხრათ, რომ ტრამპის განცხადება ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ "მისთვის სიახლე იყო, მაგრამ თუ რუსები ენერგეტიკულ ცეცხლის შეწყვეტას თანხმდებიან, უკრაინაც დათანხმდება".

მანამდე, 10 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას მოუწოდა, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისეთი პირით ჩაანაცვლოს, რომელიც ომის დასასრულებლად რუსეთთან შეთანხმების დადებას ისურვებს.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ზელენსკის რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტისაკენ მოუწოდა. მისი მტკიცებით, ზელენსკის ქმედებები ამერიკელ ფერმერებს აზარალებს.

"ჯობია, ეს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მოგვიანებით, ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა მზად არის დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების გადასადგმელად, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაბიჯები ორმხრივი იქნება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„იოჰანს ვაცნობე რამდენიმე საათის წინ ხარკოვის თბოელექტროცენტრალ-5-ზე რუსული იერიშის შესახებ. რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია. ხელახლა ვადასტურებ უკრაინის მზაობას სრული ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუკი რუსეთი ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს შეწყვეტს. რუსულ ტერორს პასუხი სიძლიერით, ერთიანობით და სიმტკიცით უნდა გაეცეს: დამატებითი სამხედრო დახმარების პაკეტები უკრაინისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების კლასტერების გახსნა და გაყინული რუსული აქტივების სრული გამოყენება“
„მისთვის სიახლე იყო, მაგრამ თუ რუსები ენერგეტიკულ ცეცხლის შეწყვეტას თანხმდებიან, უკრაინაც დათანხმდება“
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?