ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ევროკავშირი სერიოზული გამოწვევებისა და კრიზისის წინაშეა“ - თორნიკე ჭეიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენის

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ევროკავშირი სერიოზული გამოწვევებისა და ღირებულებითი კრიზისის წინაშეა. მისი თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენის ანგარიშს დიდი კრიტიკა მოჰყვა და ევროკავშირი საქართველოს მიმართ ანტაგონისტურ პოლიტიკას აგრძელებს.

„ევროკავშირი სერიოზული გამოწვევებისა და კრიზისის წინაშეა“ - თორნიკე ჭეიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენის
„ევროკავშირი სერიოზული გამოწვევებისა და კრიზისის წინაშეა“ - თორნიკე ჭეიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენისPOSTV

„ევროკავშირი სერიოზული გამოწვევებისა და კრიზისის წინაშეა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თორნიკე ჭეიშვილმა ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ევროპარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ამ ანგარიშს ძალიან დიდი კრიტიკა მოჰყვა ევროპარლამენტარების მხრიდან. უნდა ითქვას ის, რომ უკვე კამათიც კი აღარ სჭირდება იმ მოცემულობას, რომ მართლაც ძალიან სერიოზული კრიზისია საკუთრივ ევროკავშირში. ჩვენ ამას ღირებულებითი კრიზისიც ვუწოდეთ, უფსკრულთან დგომაც და ეს ასე შეფასდა არა მარტო ჩვენი მხრიდან – თუნდაც შეერთებული შტატებიც მიუთითებდა ამის შესახებ ევროკავშირს. შემდეგ მოვისმინეთ აბსურდული განცხადებები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გაფართოების პოლიტიკასა და თანმიმდევრულობას ამ პოლიტიკასთან მიმართებით. ასევე, საქართველოსთან მიმართებითაც არ წყდება იგივე ნარატივი.

ჩაატარეს შავი ზღვის ფორუმი და საქართველო საერთოდ არ იყო გათვალისწინებული, და ასე შემდეგ. საუბრობენ სამხრეთ კავკასიაზე, იქ ჩინეთთან იყო გზავნილები, მაგრამ საქართველო ისევ იგნორირებულია მათი მხრიდან, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი კვლავ აგრძელებენ იმ ანტაგონისტურ პოლიტიკას, რომლითაც გამოირჩევიან ჩვენი ქვეყნის მიმართ.

ჩვენი საზოგადოება ძალიან ბრძნულად მიუდგა ამ გამოწვევას და არ აჰყვა იმ ყალბ ნარატივს, რომელსაც ისინი ძალიან აქტიურად გვთავაზობდნენ და გეგმაც გააჩნდათ. ისინი დღესაც ვერ უსწორებენ თვალს რეალობას, ვერ გამოდიან საკუთარი კომპლექსებისა თუ გზავნილებისა, რომ საქართველოზე, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტორზე, თამამად დაიწყონ საუბარი – მაშინ, როცა საუბარია შუა დერეფანზე, სატრანზიტო არხებზე თუ იგივე დაკავშირებადობის ფუნქციაზე. კარგი იქნება, ელემენტარულად, რუკას დახედონ და შესაბამისი დასკვნები მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთონ.

დღევანდელი ანგარიშიც, თუ საერთო კონტექსტს გავითვალისწინებთ, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დიდი გამოწვევების წინაშე არიან – იქნება ეს ეკონომიკური გამოწვევები, ღირებულებითი თუ ლიდერთა რეიტინგები“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ევროკავშირი სერიოზული გამოწვევებისა და კრიზისის წინაშეა“
თორნიკე ჭეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროპარლამენტარების კრიტიკა ევროკომისიის პრეზიდენტს - ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშით მეშვიდედ წარსდგაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები