უკრაინაში ომში დაიღუპა ლაშა ბროლაძე
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში ქართველი მებრძოლი ლაშა ბროლაძე დაიღუპა. იგი ერთ-ერთია იმ 90-მდე ქართველს შორის, რომლებიც სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაიღუპნენ.

„სამწუხაროდ დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და თანამებრძოლებს. გამომშვიდობება ხვალ, 12 ოქტომბერს“, - წერს ფარცვანია „ფეისბუკში“.
ლაშა ბროლაძე წარმოშობით გურიიდანაა. მან განათელება სოფელ მერიის სკოლაში მიიღო.
„უკრაინაში დაიღუპა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ ოჯახს, თანამებრძოლებს, სოფელს, სკოლას. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული“, - დაწერა ამ სკოლის დირექტორმა, ავთანდილ კეჭაყმაძემ „ფეისბუუკში“.
რადიო თავისუფლების მიერ ოთხ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, იგი ერთ-ერთია იმ 90-მდე ქართველთა შორის, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს ემსხვერპლა.
რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის.
მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში 2022 წლის მარტის დასაწყისში წავიდა.
ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ცნობა 2022 წლის 18 მარტს გავრცელდა.
უკრაინაში დაღუპული 90-მდე ქართველიდან, 10-ზე მეტის ცხედარი კვლავ უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩება.
ციტატები სტატიიდან
„სამწუხაროდ დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და თანამებრძოლებს. გამომშვიდობება ხვალ, 12 ოქტომბერს“
„უკრაინაში დაიღუპა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ ოჯახს, თანამებრძოლებს, სოფელს, სკოლას. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.