ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა, რის შესახებაც სოციალურ ქსელში მისმა თანამებრძოლმა გიორგი ფარცვანიამ განაცხადა.

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე დაიღუპაTV პირველი

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლი გიორგი ფარცვანია წერს.

„სამწუხაროდ დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და თანამებრძოლებს. გამომშვიდობება ხვალ, 12 ოქტომბერს“, – წერს ფარცვანია.

ლაშა ბროლაძე წარმოშობით გურიიდან იყო და სოფელ მერიის სკოლა ჰქონდა დამთავრებული. მისი დაღუპვის შესახებ სკოლის დირექტორმაც გაავრცელა ინფორმაცია.

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს ამ დრომდე 90-მდე ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. მათგან 10-ზე მეტის ცხედარი კვლავ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩება.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ლაშა ბროლაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები