ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებულია ჩვენი დიდი პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი იმაში, რომ თანამედროვე, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობას და ამ პროცესში ერის სულიერ ერთობას უზენაესი ქრისტიანული ფასეულობები დაედო საფუძვლად

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პატრიარქ ილია მეორის განსაკუთრებული ღვაწლია ის, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობას ქრისტიანული ფასეულობები დაედო საფუძვლად. თბილისში გაიხსნა საერთაშორისო სიმპოზიუმი „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“.

ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებულია ჩვენი დიდი პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი იმაში, რომ თანამედროვე, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობას და ამ პროცესში ერის სულიერ ერთობას უზენაესი ქრისტიანული ფასეულობები დაედო საფუძვლად
ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებულია ჩვენი დიდი პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი იმაში, რომ თანამედროვე, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობას და ამ პროცესში ერის სულიერ ერთობას უზენაესი ქრისტიანული ფასეულობები დაედო საფუძვლადრუსთავი 2

თბილისში საერთაშორისო სიმპოზიუმი სახელწოდებით - "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" გაიხსნა. ღონისძიება ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს, მისი მიზანი კი საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობის, მისი ისტორიული, კულტურული და სულიერი მნიშვნელობის გააზრება და მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში საქართველოს როლის წარმოჩენაა.

სიმპოზიუმი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მოიცავს თემატურ სესიებს. მოხსენებით გამოვლენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ისტორიკოსები, თეოლოგები, კულტურის მოღვაწეები და სასულიერო პირები.

გახსნის ღონისძიებას კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დედაეკლესია საუკუნეების განმავლობაში იყო ქვეყნის სულიერი საყრდენი.

"საქართველო იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც სახარება პირველ საუკუნეში ქრისტეს მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ მიღებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ, ჩვენი ერის განვითარების გზა და ჩვენი ერის თვითმყოფადობა განსაზღვრა, დედაეკლესია საუკუნეების განმავლობაში იყო ჩვენი ქვეყნის სულიერი საყრდენი.

ჩვენი უდიდესი საერო და სასულიერო მოღვაწეების ძალისხმევაც ასწლეულების განმავლობაში ამ ძლიერი ფუნდამენტის განმტკიცებისგან იყო მიმართული, განსაკუთრებულია ჩვენი დიდი პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი იმაში, რომ თანამედროვე, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობას და ამ პროცესში ერის სულიერ ერთობას უზენაესი ქრისტიანული ფასეულობები დაედო საფუძვლად.

სახელმწიფო განსაკუთრებულ პატივს მიაგებს ამ მარადიულ ღირებულებებს ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება. ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ის ღირებულებებია, რომლებზეც ზრუნვაც პატრიარქმა ილია მეორემ გვიანდერძა.

მისასალმებელია, რომ საერთაშორისო სიმპოზიუმი სწორედ ამ თემაზე იმართება და მიზნად ისახავს, ამ ფასეულობებს შორის კავშირისა და თანამედროვე ცხოვრებაში მათი მნიშვნელობის გააზრებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველო იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც სახარება პირველ საუკუნეში ქრისტეს მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ მიღებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ, ჩვენი ერის განვითარების გზა და ჩვენი ერის თვითმყოფადობა განსაზღვრა, დედაეკლესია საუკუნეების განმავლობაში იყო ჩვენი ქვეყნის სულიერი საყრდენი. ჩვენი უდიდესი საერო და სასულიერო მოღვაწეების ძალისხმევაც ასწლეულების განმავლობაში ამ ძლიერი ფუნდამენტის განმტკიცებისგან იყო მიმართული, განსაკუთრებულია ჩვენი დიდი პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი იმაში, რომ თანამედროვე, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობას და ამ პროცესში ერის სულიერ ერთობას უზენაესი ქრისტიანული ფასეულობები დაედო საფუძვლად. სახელმწიფო განსაკუთრებულ პატივს მიაგებს ამ მარადიულ ღირებულებებს ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება. ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ის ღირებულებებია, რომლებზეც ზრუნვაც პატრიარქმა ილია მეორემ გვიანდერძა. მისასალმებელია, რომ საერთაშორისო სიმპოზიუმი სწორედ ამ თემაზე იმართება და მიზნად ისახავს, ამ ფასეულობებს შორის კავშირისა და თანამედროვე ცხოვრებაში მათი მნიშვნელობის გააზრებას“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?