ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ანდრეი სიბიგა დონალდ ტრამპს პასუხობს: ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს

ტელეკომპანია ფორმულას ოფიციალური ვებგვერდი. საინტერესო და გადამოწმებული ამბები ერთ სივრცეში.

ანდრეი სიბიგა დონალდ ტრამპს პასუხობს: ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს
ანდრეი სიბიგა დონალდ ტრამპს პასუხობს: ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვსფორმულა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიგა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, რომ უკრაინას ახალი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს.

„პრეზიდენტი ზელენსკი ომის დროს ჩვენს ერს უძღვება - ომს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და ღირსებისთვის. მას უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ. საზღვარგარეთიდან გაკეთებული განცხადებები მხოლოდ ადასტურებს, რომ ის თავის საქმეს კარგად ასრულებს. ის მხარდაჭერას იმსახურებს“, - განაცხადა სიბიგამ.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს, რომელსაც რუსეთთან შეთანხმების მიღწევა შეუძლია. მისი თქმით, ზელენსკი რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გაგრძელებით „მსოფლიოსთვის პრობლემების შექმნას“ ცდილობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ზელენსკი: დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯები ორმხრივი უნდა იყოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები