ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს - ანდრეი სიბიგა დონალდ ტრამპს პასუხობს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს. ამ განცხადებით ის დონალდ ტრამპის მოწოდებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის ყოლის დრო დადგა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა პასუხობს აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომელმაც თქვა, რომ "დროა, უკრაინამ ახალი ლიდერი აირჩიოს".
"პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ. საზღვარგარეთიდან გაკეთებული განცხადებები მხოლოდ ადასტურებს, რომ ის თავის საქმეს კარგად ასრულებს. ის მხარდაჭერას იმსახურებს... პრეზიდენტი ზელენსკი ომის დროს უძღვება ჩვენს ერს - ომს დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ღირსებისთვის", - თქვა სიბიგამ.
გუშინ, 10 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას მოუწოდა, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისეთი პირით ჩაანაცვლოს, რომელიც ომის დასასრულებლად რუსეთთან შეთანხმების დადებას ისურვებს.
ტრამპის განცხადებით, ზელენსკის მრავალჯერ შეეძლო რუსეთთან შეთანხმების მიღწევა, "მაგრამ მან [ზელენსკიმ] გადაწყვიტა ეს არ გაეკეთებინა".
"მათ ვურჩევდი, ახალი ლიდერი აირჩიონ, რომელსაც შეთანხმების მიღწევა შეუძლია... და მივიჩნევ, რომ უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის ყოლის დრო დადგა". - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ტრამპი: ვფიქრობ, დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს
ციტატები სტატიიდან
„დროა, უკრაინამ ახალი ლიდერი აირჩიოს“
„პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ. საზღვარგარეთიდან გაკეთებული განცხადებები მხოლოდ ადასტურებს, რომ ის თავის საქმეს კარგად ასრულებს. ის მხარდაჭერას იმსახურებს... პრეზიდენტი ზელენსკი ომის დროს უძღვება ჩვენს ერს - ომს დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ღირსებისთვის“
„მაგრამ მან [ზელენსკიმ] გადაწყვიტა ეს არ გაეკეთებინა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.