ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

რუსეთში დრონებით თავდასხმის შედეგად „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრის მუშაობა შეჩერდა

რუსეთის ქალაქ ვლადიმირში დრონებით თავდასხმის გამო „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრის მუშაობა სრულად შეჩერდა, რამაც ონლაინსერვისებისა და AI ასისტენტ „ალისას“ ფუნქციონირებაში შეფერხებები გამოიწვია.

რუსეთში დრონებით თავდასხმის შედეგად „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრის მუშაობა შეჩერდა
რუსეთში დრონებით თავდასხმის შედეგად „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრის მუშაობა შეჩერდაფორმულა

რუსეთის ქალაქ ვლადიმირში დრონებით თავდასხმის შედეგად კომპანია „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრის მუშაობა სრულად შეჩერდა. კომპანიის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციას „ტასი“ ტელეგრამზე ავრცელებს.

მანამდე შეფერხებები დაფიქსირდა „იანდექსის“ ონლაინსერვისშიც, რომელიც მონაცემების შენახვისა და პროგრამების მუშაობისთვის გამოიყენება.

კომპანიის ცნობით, შეფერხებები შეეხო ხელოვნური ინტელექტის ასისტენტ „ალისას“ ფუნქციების ნაწილსაც - მომხმარებლებს პასუხები შესაძლოა დაგვიანებით მიეწოდებოდეთ. შეფერხებები მოსალოდნელია „იანდექსის“ ჭკვიანი დინამიკების მუშაობაშიც.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ტექნიკური პრობლემები მონაცემთა ცენტრების დაზიანებას უკავშირდება.

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?