ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

საქპატენტი გურჯაანის ღვინის ფესტივალის მხარდამჭერია

„საქპატენტმა“ გურჯაანის ღვინის ფესტივალზე საექსპოზიციო კუთხე წარადგინა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

საქპატენტი გურჯაანის ღვინის ფესტივალის მხარდამჭერია
საქპატენტი გურჯაანის ღვინის ფესტივალის მხარდამჭერიაიმედინიუსი

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი” გურჯაანის ღვინის ფესტივალის ერთგული მხარდამჭერია. უწყებამ ღონისძიების მეათე საიუბილეო წელს ფესტივალზე, ჩვეულებისამებრ, საქპატენტის საქმიანობის ამსახველი საექსპოზიციო კუთხე წარადგინა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებთან ერთად საქპატენტის სივრცე დაათვალიერა, სადაც საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ უწყების უცხოელი სტუმრები წარუდგინა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციიდან (WIPO) და ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციიდან (CNIPA), რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

საქპატენტმა, როგორც ფესტივალის მხარდამჭერმა ორგანიზაციამ, აქტიური მონაწილეობა მიიღო ღონისძიების განხორციელებაში. ფესტივალის ფარგლებში მოწყობილ საქპატენტის საექსპოზიციო კუთხეში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ უწყების საქმიანობასა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობას.

ფესტივალმა ღვინის მოყვარულებს შესაძლებლობა მისცა სხვადასხვა ლოკაციაზე დაეგემოვნებინათ დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული მრავალფეროვანი ღვინოები. მეათე საიუბილეო წელს ფესტივალის მთავარი თემა იყო “თანამედროვე მემკვიდრეობა”.

ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?