ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

საუკეთესო მარნების საავტორო ღვინოები, ტრადიციული კულინარია, ცოცხალი მუსიკა და ფოლკლორი - გურჯაანის ღვინის ფესტივალი საიუბილეო წელს აღნიშნავს

გურჯაანში, ახტალის პარკში, მეათე საიუბილეო გურჯაანის ღვინის ფესტივალი გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად დაესწრო. ფესტივალმა ათასობით სტუმარს და ასობით მეღვინესა და მეწარმეს უმასპინძლა.

საუკეთესო მარნების საავტორო ღვინოები, ტრადიციული კულინარია, ცოცხალი მუსიკა და ფოლკლორი - გურჯაანის ღვინის ფესტივალი საიუბილეო წელს აღნიშნავს
საუკეთესო მარნების საავტორო ღვინოები, ტრადიციული კულინარია, ცოცხალი მუსიკა და ფოლკლორი - გურჯაანის ღვინის ფესტივალი საიუბილეო წელს აღნიშნავსრუსთავი 2

საუკეთესო მარნების საავტორო ღვინოები, ტრადიციული კულინარია, ცოცხალი მუსიკა და ფოლკლორი - გურჯაანის ღვინის ფესტივალი საიუბილეო წელს აღნიშნავს. მეღვინეობის ქალაქი ფესტივალს უცვლელ ადგილას, ახტალის პარკში მასპინძლობს. ფესტივალი სხვადასხვა გემოსა თუ ფერის, მშრალი და ნახევრად ტკბილი, ახლად დადუღებული თუ წლებით დავარგებულ ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელების მწარმოებლებს აერთიანებს.

საიუბილეო მეათე წელს ფესტივალის მთავარი თემა და გზავნილი "თანამედროვე მემკვიდრეობაა" - იდეა, რომელიც ქართული ღვინის 8000-წლიან ისტორიასა და დღევანდელ თაობებს შორის უწყვეტ კავშირზე მიუთითებს.

გურჯაანის ღვინის ფესტივალს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად დაესწრო პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ ადგილზე მეღვინეობის, სამეწარმეო, ეთნო და გასტრონომიული სივრცეები დაათვალიერა.

ღვინის ფესტივალის შემდეგ პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად, ღვინის მწარმოებელ კომპანია "შატო ზეგაანში" იმყოფებოდა. ირაკლი კობახიძემ საოჯახო მეურნეობა და მარანი დაათვალიერა. მეურნეობა 20 ჰექტარ ვენახს ფლობს.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის ისტორია უკვე ათ წელს ითვლის. 2017 წლიდან ღონისძიების მასშტაბი სულ უფრო იზრდება. წელს ფესტივალმა ათასობით სტუმარს და 600-მდე მეღვინესა და მეწარმეს უმასპინძლა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?