აბასთუმანში ადრე რეაბილიტირებულ ობიექტებზე არსებული ხარვეზები გამოსწორდება - რევაზ სოხაძე
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძის განცხადებით, აბასთუმანში რამდენიმე წლის წინ რეაბილიტირებულ ობიექტებზე გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, აბასთუმანში მიმდინარე და დაგეგმილ სარეაბილიტაციო პროექტებს გაეცნო. მინისტრმა დაათვალიერა ობიექტები, რომლებზეც სამუშაოები მიმდინარეობს.
რევაზ სოხაძის განცხადებით, აბასთუმანში რამდენიმე წლის წინ რეაბილიტირებულ ცალკეულ ობიექტებზე პრობლემები კვლავ არსებობს და სამინისტრო მათ გამოსწორებას გეგმავს.
"სამწუხაროდ, იმ ობიექტებზე, სადაც რამდენიმე წლის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, კვლავ არსებობს გარკვეული პრობლემები. ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ ამ ხარვეზებს აუცილებლად გამოვასწორებთ. ამისთვის საჭიროა სამუშაოების სწორად დაგეგმვა, რასაც გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა შესაბამისი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება", - განაცხადა მინისტრმა.
აბასთუმანში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლებისა და ისტორიული შენობების რეაბილიტაცია. ამჟამად სამუშაოები რუსთაველის, ასათიანისა და ფალიაშვილის ქუჩებზე, 16 მისამართზე ხორციელდება.
ამასთან, მზადდება სარეაბილიტაციო სამუშაოების ახალი ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს შენობების აღდგენასა და საზოგადოებრივი სივრცეების განვითარებას. დაგეგმილია როშა პარკის გაფართოება, რუსთაველის ქუჩაზე ამფითეატრის, ხოლო ასათიანის ქუჩაზე საფეხმავლო ბილიკებისა და ბულვარის ტიპის სასეირნო სივრცის მოწყობა
მინისტრი ახალციხეში სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტებსაც გაეცნო. ქალაქში მიმდინარეობს ტექნიკური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა და დაგეგმილია არსებული სტადიონის რეაბილიტაცია.
მინისტრის განცხადებით, ტექნიკური საფეხბურთო მოედნების პროექტები რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც - ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ადიგენში, ბორჯომსა და ასპინძაში - ხორციელდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„სამწუხაროდ, იმ ობიექტებზე, სადაც რამდენიმე წლის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, კვლავ არსებობს გარკვეული პრობლემები. ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ ამ ხარვეზებს აუცილებლად გამოვასწორებთ. ამისთვის საჭიროა სამუშაოების სწორად დაგეგმვა, რასაც გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა შესაბამისი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…